zoeyshen_screen_4x-1-1

რატომ Power BI?

Power BI არის Microsoft-ის ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა, რომელიც კომპანიამ პირველად 2014 წელს შემოგვთავაზა. იგი გამოიყენება მონაცემთა ანალიზისთვის და ამავდროულად გაძლევს მონაცემების ვიზუალიზაციის და მიგნებული „ინსაითების“ შენი ორგანიზაციისთვის მარტივად გაზიარების საშუალებას. Power BI აერთიანებს Microsoft-ის რამდენიმე პროდუქტს, სერვისს თუ ღირებულებას, შედეგად user experience  უფრო გამარტივებული და ეფექტურია, რადგან Microsoft-მა გადაწყვიტა ბიზნეს ანალიტიკისთვის საუკეთესო კომპონენტები ამოეღო საკუთარი სერვისებიდან, ერთმანეთთან გაეერთიანებინა და ერთი, საერთო, მიკროგარემო შეექმნა. BI-ს გააჩნია საინტერესო კომპონენტები მონაცემთა ვიზუალიზაციის, ვიზუალური ანალიტიკის და დეშბორდების კუთხით. BI software გვეხმარება მონაცემების და პროცესების ავტომატიზაციისთვის, რაც Google Spreadsheet-ზე და სხვა სტატიკურ პროგრამებზე მოთხოვნაზე ცუდად აისახება

Bi-ს მიზანია ბიზნესებს დაეხმარეოს ბიზნესშიდა და ბიზნესგარე ინფორმაციის იდენტიფიცირებასა, შემდეგ დაქუცმაცებაში, დამუშავებაში და შედეგად, ღირებულ ინფორმაციად გადაქცევაში. BI ეხმარება ორგანიზაციებს მოიპოვონ ინფორმაცია თავიანთთვის საჭირო გადამწყვეტი ბიზნეს ფაქტორების შესახებ როგორიცაა: სტანდარტები და ვარიაციები წარმოებაში, მოთხოვნაში, მიწოდებაში, ხარისხის კონტროლში და კომპანიის კონკრეტულ შიდა მექნაიზმებში. პროგრამას შეუძლია დაეხმაროს ორგანიზაციებს ბიზნეს პროცესებში არსებული ჩავარდნების პოვნაში, მიზეზის გარკვევაში და აღმოფხვრაში. BI-s საბოლოო დანიშნულებაა დაეხმაროს კომპანიებს თუ ინდივიდუალურ პიროვნებებს მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილება ყველა საფეხურზე, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად

პრობლემასთან მოგვარების ნაწილი BI-ში შედგება შემდეგი ნაბისჯებისგან

  1. მონაცემთა შეგროვება
  2. მონაცემთა შენახვა
  3. მონაცემთა დამუშავება
  4. მონაცემთა ანალიზი
  5. ვიზუალიზაცია
  6. გადაწყვეტილება

ახლა კი დგება მთავარი კითხვა, რატომ Power BI, და არა სხვა პროგრამა. Power BI-ს გამოარჩევს რიგი მახასიათებლებისა.

1)ვიზუალიზაციის უამრავი და დეტალური მეთოდი.

კომპანიისთვის თუ მომხმარებლისთვის ყველაზე რთული ალბათ მონაცემების აღქმაა. უზარმაზარ ფაილში არსებული რიცხვების ანალიტიკურად გააზრება საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რაშიც Power BI დაგვეხმარება. მონაცემებისთვის თვალსაჩინო დეშბორდების შექმნით პროგრამა დაულაგებელ და გაუფილტრავ მონაცემებს ჩვეულებრივი თვალით აღქმადს ხდის.

2) მარტივად გამოსაყენებელი

Power BI მარტივად ხელმისაწვდომია და მისი გადმოწერა შესაძლებელია სრულიად უფასოდ Microsoft-ის ვებსაიტიდან. გარდა ამისა, მისი ფუნქციები ძალიან ჰგავს Microsoft Excel-ისას, შედეგად დაპორტირება ერთიდან მეორეში არ წარმოადგენს რთულ საკითხს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Power BI-ს ჩაშენება შეიძლება სხვადასხვა აპლიკაციასა თუ ვებსაიტში, რაც ამარტივებს მისი მოხმარების პროცესს. შეყვანილი მონაცემები შეიძლება იყოს მარტივი ექსელის ფაილი ან კომპლექსური მონაცემთა საცავი, ნებისმიერ შემთხვევაში პროგრამა გვაძლევს საშუალებას მარტივად დავუკავშირდეთ ჩვენივე მონაცემთა საცავს და ნებისმიერი ტიპის მონაცემზე ვიმუშავოთ. ის არამხოლოდ სწრაფი ანალიტიკური მიგნებების მოპოვებაში გვეხმარება, არამედ დიდი რაოდენობის მონაცემთა ბაზაში real time პრობლემებზე ანალიტიკური ოპერაციების ჩატარების საშუალებას გვაძლევს.

3) ფარული რისკების აღმოჩენა

კომპანიისთვის მოსალოდნელი რისკების განჭვრეტა ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალო მონაცემების ცხრილით ამის გაკეთება ძალიან დიდ დროს და გარჯას მოითხოვს, შედეგი კი  მაინც ვერ იქნება ისეთი , როგორსაც BI მოგვცემს. BI-ში ჩაშენებულ AI-ს შეუძლია დააკვირდეს და გაანალიზოს ნებისმიერ მონაცემს შორის ურთიერთმიმართება და ცვლადებს შორის დამოკიდებულება, რასაც ადამიანის თვალი ყურადღებას არ მიაქცევდა. ე.ი BI-ის  თითქოს იდეალურ პოზიციაში მყოფ კომპანიაშიც კი შეუძლია აღმოაჩინოს მოსალოდნელი ლაფსუსები.

Tags: No tags

Comments are closed.