BusinessAnalytics_header-1 (1)

ბიზნეს ანალიტიკა – საჭიროება თუ ფუფუნება?

მონაცემები – ეს არის თავმოყრილი ფაქტები რომელიც შეიძლება იყოს რიცხვები, სიტყვები, თუ პარამეტრები, შეგროვებული ბიზნეს ოპერაციების განხორციელებისას.

მონაცემების შეგროვება კომპანიებს ეხმარება გაიგონ მეტი თავიანთი მომხმარებლისა და ბიზნესის შესახებ. თავის მხრივ დაუმუშავებელი და არაორგანიზირებული მონაცემები რთულად გამოსაყენებლია, თუმცა მათი სწორი დამუშავება, ვიზუალიზაცია და ანალიტიკა მენეჯმენტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.  სწორედ აქ შემოდის თამაშში ბიზნეს ანალიტიკა იგივე BI რაც გულისხმობს მონაცემთა დამუშავებისა და შემდეგ დასკვნების გამოტანის სრულ პროცესს.

 

რა არის ბიზნეს ანალიტიკა/Business Intelligence (BI)?

BI – არის პროცესი რომელიც იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიებს რათა დაუმუშავებელი ისტორიული თუ ამჟამინდელი მონაცემები აქციოს ღირებულ ინფორმაციად, რაც უფრო ინფორმირებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგვცემს. ბიზნეს ანალიტიკის ხელსაწყოების გამოყენებით შესაძლებელია განსხვავებული წყაროებიდან, იქნება ეს საბუღალტრო პროგრამა, ERP თუ CRM სისტემა, ან სულაც ექსელის ფაილები, ინფორმაციის ამოკრეფვა და ერთ სისტემაში ინტეგრაცია და თავმოყრა, შემდეგ კი ამ ინფორმაციის ავტომატიზირებულ რეპორტებად ქცევა მოსახერხებელი, ინტერაქტიული და ადვილად აღსაქმელი ვიზუალიზაციით.

 

რა სარგებელი მოაქვს ბიზნეს ანალიტიკას?

1. ბიზნეს ანალიტიკა გვეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში

  • ახალი მომხმარებლის პოვნაში
  • არსებული მომხმარებლის შენარჩუნებაში
  • სერვისების გაუმჯობესებაში
  • გაყიდვების ტრენდის პროგნოზში
  • მარგების კონტროლში

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა თუ სად შეიძლება დაგვჭირდეს და გამოვიყენოთ დამუშავებული მონაცემები ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. მაშინ როდესაც გადაწყვეტილების მიღებისას ბევრ ფაქტორს ვითვალისწინებთ, როგორებიც შეიძლება იყოს, ჩვენი გამოცდილება, სიტუაცია კომპანიაში თუ მარკეტზე ან თუნდაც ჩვენი წინათგრძნობა, არაფერია ისეთი დამაჯერებელი და სანდო როგორიც არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადებული დასკვნები.

2. ბიზნეს ანალიტიკა გვეხმარება პრობლემების აღმოჩენასა და მათ გადაჭრაში.

მაგალითად, როგორ დავინახოთ გვაქვს თუ არა ჩავარდნა გაყიდვებში და თუ კი რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. ბიზნეს ანალიტიკა გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი ბიზნეს პროცესები და მყისიერად შენიშნოთ პრობლემები. ამასთანავე სწორად აგებული მონაცემთა მოდელი და ვიზუალები, დაგეხმარებათ პრობლემის სიღრმისეულად გამოკვლევაში და ზუსტი დიაგნოზის დასმაში.
მაგალითისთვის, თუ თქვენი მოგება დაეცა აპრილში, შეგიძლიათ მარტივად შეამოწმოთ პირველ რიგში ეს გაყიდვების შემცირების ბრალი იყო თუუ ხარჯების ზრდის. შემგეგ ვთქვათ შეხედოთ გაყიდვებს სხვადასხვა ჭრილში და ნახოთ თუ ზუსტად რა სეგმენტში იკლო გაყიდვებმა, მერე კი ნახოთ რამდენად კარგად წარიმართა მარკეტინგ კამპანია და მიაწვდინეთ თუ არა ზემოხსენებულ სეგმენტს ხმა. ეს არის ერთი მარტივი მაგალითი იმისა რომ სხვადასხვა დეპარტამენტებისა და ბიზნეს აქტივობების კონტროლი მარტივად და სწრაფად აღმოგაჩენინებთ პრობლემებს რომლის აღმოფხვრაც თქვენს ბიზნეს უფრო მომგებიანს და წარმატებულს გახდის.

3. ბიზნეს ანალიტიკა გვეხმარება ბიზნესის პერფორმანსის შემოწმებაში.

გაინტერესებთ რამდენად ეფექტურად მუშაობენ სხვადასვა დეპარტამენტები, რამდენად მიჰყვებიან დასახულ გეგმას ან თუნდაც რამდენად იმსახურებენ ბონუსს გაწეული სამუშაოსთვის. ამ ყველაფრის შემოწმება ერთი კლიკით იქნება შესაძლებელი როდესაც ბიზნეს ანალიტიკის სისტემა გამართულად მუშაობს და ავტომატიზირებულ რეპორტებში ინფორმაცია თავისით ნახლდება.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ გაყიდვების აგენტების პერფორმანსი და ნახოთ თუ ვის აქვს ყველაზე მაღალი პოტენციური კლიენტების კლიენტებად კონვერტაციის მაჩვენებელი, ნაცვლად იმისა რომ უყუროთ მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებელს რაც რეალურად შესაძლოა აგენტის ეფექტურობას სრულად არ ასახავდეს.

4. ბიზნეს ანალიტიკა გვეხმარება ბიზნეს პროცესების გამართვაში.

მონაცემთა სწორი ანალიზი საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ ბიზნეს პროცესები და შეამციროთ არამიზნობრივად დახარჯული ხარჯები და დრო.

მაგალითისთვის, ცუდი მარკეტინგ გადაწყვეტილებები შეიძლება დიდ არასაჭირო ხარჯებთან იყოს  დაკავშირებული. ბიზნეს ანალიტიკის წყალობით კი თქვენ მარტივად დაინახავთ რომელი არხები ამართლებენ და რომელ არხებში ჯობია რომ შეწყვიტოთ თქვენი რესურსის ხარჯვა და მოახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უკეთესი შედეგების მისაღებად.

5. ბიზნეს ანალიტიკა გვეხმარება შევიცნოთ ჩვენი მომხმარებელი.

მონაცემების შეგროვებისა და მათი ანალიზის გარეშე თქვენ ვერ გაიგებთ ვინ არის თქვენი მომხმარებელი, ვერ გაიგებთ მოსწონთ თუ არა მათ თქვენი პროდუქტი, ვერ დაგეგმავთ მარკეტინგ კამპანიებს, ვერ გაზრდით მარკეტს, ვერ დახვეწავთ მომხმარებელთან ურთიერთობას და საბოლოო ჯამში ვერ იქნებით კონკურენტ უნარიანები

მიუხედავად იმისა რომ მონაცემთა ანალიზსა და ბიზნეს ანალიტიკას შეიძლება ამდენად დიდი და მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდეს თქვენს ბიზნესზე, ძალიან მარტივია მონაცემებში დაკარგვა. მითუმეტეს დღეს-დღეისობით, როდესაც უფრო მეტ მონაცემს ვქმნით ვიდრე ოდესმე, მეტიც, ნაწინასწარმეტყველებია რომ მომავალ 3 წელიწადში უფრო მეტ მონაცემს შევქმნით და აღვრიცხავთ მსოფლიოში ვიდრე ბოლო 30 წლის მანძილზე შეგვიქმნია. აქედან გამომდინარე აუცილებელია ბიზნეს ანალიტიკის პროცესების სწორად დაგეგმვა და გამართვა, მონაცემთა მოდელისა და არქიტექტურის ჩამოყალიბება და შემდეგ სწორი KPI-ების შემუშავება. რის შემდეგაც მოხდება თქვენს ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ვიზუალიზაციის შექმნა და ბიზნეს ანალიტიკის პროცესიც გამართულად იმუშავებს თქვენს კომპანიაში.

Tags: No tags

Comments are closed.