ჩვენი სერვისები

ჩვენ გთავაზობთ BI სისტემის დანერგვის სრულ ციკლს.

თითოეულ ეტაპზე უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ

ონლაინ რეპორტინგი

ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია შეგროვებული მონაცემების სწორი ინტერპრეტაცია და ანალიზი.
აქედან გამომდინარე, მონაცემთა მოსახერხებელმა და გამჭრიახმა ვიზუალიზაციამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს თქვენი ბიზნესის განვითარებასა და წინსვლაში.

მონაცემთა სწორი არქიტექტურის შემუშავების შედეგად, საშუალება მოგეცემათ ავტომატიზირებული რეპორტინგის, რაც იმას გულისხმობს, რომ ზედმეტი ადამიანური რესურსის გამოყენების გარეშე თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება მუდმივად განახლებული ინფორმაციის მქონე რეპორტები.

მონაცემთა საცავი

ჩვენ შევისწავლით თქვენს ბიზნეს მოდელსა და პროცესებს, რის შედეგადაც შევქმნით მონაცემთა მოდელსა და არქიტექტურას. შედეგად,  სხვადასხვა არსებული წყაროებიდან შეგროვებულ მონაცემებს თავს მოვუყრით ერთ გამართულ მონაცემთა საცავში (DWH) 

მონაცემთა ინტეგრაცია

ჩვენი გამოცდილი გუნდი სხვადასხვა აპრობირებული ხელსაწყოს გამოყენებით გამართავს ETL-სა (Extract, Transform, Load) და მონაცემთა ინტეგრაციის პროცესებს.

ბიზნეს კონსულტაცია

ჩვენი გამოცდილი გუნდი გაგიწევთ ბიზნეს ექსპერტიზასა და კონსულტაცია, რის შედეგადაც თქვენ საშუალება მოგეცემათ თქვენი მონაცემები დაინახოთ განსხვავებული პერსპექტივიდან და მიიღოთ ბიზნესის ზრდისა თუ ხარჯების ოპტიმიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

ტრენინგები

ჩვენ გთავაზობთ Power BI-ს ტრენინგის სერვისს, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას თავადაც შეძლოთ რეპორტების მოდიფიკაცია და ვიზუალიზაციის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში.