800X450_Blog_MatchSocialMedia_QlikPower

Power BI vs Qlik

თანამედროვე ბიზნესის კომპანიებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ სხვადასხვა მონაცემების ანალიზსა და ნავიგაციაში დახმარება. ამისთვის კი მრავალი ინსტრუმენტი არსებობს, კონკრეტულად Qlik და Power BI. მოცემული ინსტრუმენტებით, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია პოტენციური შესაძლებლობების შესახებ. Power BI და Qlik Sense არის ორი პოპულარული SaaS ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ბიზნესის მფლობელებს და მენეჯერებს შეაგროვონ და გაანაწილონ შესაბამისი მონაცემები ბიზნესის პრობლემების გადასაჭრელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს BI ინსტრუმენტები ასრულებენ საკმაოდ მსგავს ფუნქციებს, მათ შორის არის ზოგიერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. 

ახლა კი ვნახოთ თუ რა განსახვავებებია მათ შორის:

ვერსიები და ფასები

Power BI Desktop-ის ვერსია აბსოლუტურად უფასოა, ჩვეულებრივ შეგიძლიათ მისი ჩამოტვირთვა და დაინსტალირება. გარდა უფასო ვერსიისა, Power BI Desktop გვთავაზობს უფრო გაუმჯობესებულ, Pro ვერსიას, რომლის მისაღებადაც თვიურად საჭრიოა $9.99-ის გადახდა, ხოლო Premium ვერსიისათვის $20. ამასთანავე, Power BI გვთავაზობს ორგანიზაციისთვის ფასიან ვერსიას, რომელშიც შესაძლებელია იყოს შეუზღუდავი მომხმარებლები. ის თვეში $4,995 ღირს და თუ თქვენ აპირებთ ამ ვერსიის გამოყენებას, კომპანია გთავაზობთ 60-დღიან უფასო საცდელ პერიოდს.

Qlik Sense არ არის უფასო პროგრამა, მისი გამოყენებისათვის წინასწარ გადახდაა საჭირო. მაგრამ ასევე შესაძლებელია უფასოს გამოყენება მხოლოდ სასინჯი ვერსიის გამოყენებისას (trial version). Business ვერსიის შეძენისას თვიური გადასახადი $30-ს შეადგენს და ყოველწლიურად ანგარიშდება. ის გამოიყენება მხოლოდ ჯგუფებსა და გუნდებზე, რომლებსაც აქვთ 1.25 გბ-იანი აპის ზომის ლიმიტი. კომპანიის ფართო გამოყენებისთვის, Qlik Sense Enterprise SaaS მოდის ორ მოქნილ მომხმარებლის პაკეტში, Professional და Analyzer. პროფესიონალ მომხმარებელს ერიცხება თვეში $70 და იღებს წვდომას ფუნქციების სრულ პაკეტზე. ანალიტიკოსის მომხმარებელს თვეში 40 აშშ დოლარი აქვს დარიცხული, შეუძლია მოიხმაროს აპლიკაციები, შექმნას სანიშნეები და ისტორიები და გააკეთოს ექსპორტინგი Excel-ში.

ინსტალაცია

Power BI-ის ინსტალაცია ისეთივე მარტივია, როგორც ნებისმიერი სხვა პროგრამის დაყენება ჩვენს კომპიუტერსა თუ ლეპტოპზე.

Qlik Sense-ის ინსტალაცია საკმაოდ რთული და შრომატევადია. თქვენ გჭირდებათ ექსპერტის დახმარება დაწყებისას.

მეხსიერება

Power BI-ის უფასო ვერსიით ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 1 გბ-მდე მეხსიერება, ხოლო Power BI-ს პრო ვერსიით მეხსიერების ლიმიტი იზრდება 10 გბ-მდე.

Qlik Sense-ს არ აქვს უფასო საცავი და მის Cloud ვერსიას შეუძლია მოგაწოდოთ 500 GB მეხსიერება. დამატებითი ღირებულება, რისი გადახდაც ამ სერვისისათვის გიწევს დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე (რისი შენახვა გსურს და რამდენის)

Cloud-ის შესაძლებლობები

Power BI Cloud მონაცემთა წყაროები თავსებადი არიან Microsoft Azure სერვერებთან.

Qlik Sense-ს შეუძლია წვდომა SaaS-ზე დაფუძნებულ Cloud მონაცემთა წყაროზე და საჭიროებს პროგრამირებას მონაცემების მისაღებად.

გამოყენება

თუ თქვენ ჰკითხავთ Excel-ის ნებისმიერ მომხმარებელს, ისინი აირჩევენ Power BI-ს, ვიდრე მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვა ინსტრუმენტს, მისი კომფორტულიბისა და ინტერფეისის გამო.

Qlik Sense კი არ აქვს მომხმარებლისთვის ისეთივე ცნობილი ინტერფეისი როგორიც Power BI-ის, ამიტომ მომხმარებლისთვის რთულია მისი გამოყენება და პირველი ნაბიჯების გადასადგმელად საჭიროა სხვისი დახმარება.

ანალიტიკური შესაძლებლობები

Power BI თავსებადია თანამედროვე პროგრამულ ენებთან, როგორიცაა R & Python-ზე დაფუძნებული ობიექტები. ამას გარდა, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კლასტერირება, პროგნოზირება და გადაწყვეტილების მიღების ხეები.

Qlik Sense თავსებადი არაა არც R და არც Python პროგრამულ ენებთან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი რამ, მაგალითად, როგორიცაა რეგრესია და პროგნოზირებადი ანალიზი და ამასთან API-სთან დაკავშირება მესამე მხარის აპლიკაციების საშუალებით.

მონაცემთა გაზიარება

Power BI-სთან თანამშრომლობა მარტივია. თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ანგარიშები და დაშბორდები თქვენი გუნდის სხვა წევრებთან გასაზიარებლად. ამის მიღწევა შესაძლებელია ხელსაწყოს სხვადასხვა ადგილიდან, სამუშაო ადგილების, ფავორიტების ან ბოლო ფაილების მეშვეობით. გარდა რეპორტების გაზიარებისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ სამუშაო სივრცე 500-მდე მომხმარებელს. თუმცა, გასაზიარებლად, თქვენ გჭირდებათ Power BI Pro და Premium Per User ლიცენზია, ისევე როგორც მიმღებებს. მომხმარებლებს არ შეუძლიათ პირდაპირ Power BI Desktop-იდან გაზიარება.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ და ითანამშრომლოთ სხვებთან Qlik Sense-ზე Cloud hub-ში. მომხმარებლის მიერ შექმნილი საერთო სივრცეების დახმარებით, მრავალ მომხმარებელს შეუძლია შექმნას კონტენტი და მისცეს კონტროლირებადი წვდომა საინფორმაციო დაშბორბებსა და ანგარიშებზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ გვერდები, სანიშნეები და ისტორიები ხელმისაწვდომი გახადოთ საჯარო მომხმარებლებისთვის.
Qlik Sense Business პაკეტი გთავაზობთ მაქსიმუმ ხუთ მომხმარებელს საერთო სივრცეებში. მეტისთვის, მომხმარებლებს მოუწევთ გამოიწერონ Qlik Sense Enterprise SaaS.

მონაცემთა ვიზუალიზაცია

Power BI-ის უპირატესობა ვიზუალიზაციის ნაწილში ცალსახაა. იგი გამორჩეულია მრავალფეროვანი და დახვეწილი ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებით. მას შეუძლია შექმნას მონაცემთა ინტერაქტიული ვიზუალიზაცია. ის გთავაზობთ ვიზუალიზაციის ტიპების მდიდარ არჩევანს, მათ შორის Funnel Chart, Donut Chart და Ribbon Chart. გარდა ამისა შესაძლებელია თავად შექმნათ ვიზუალიზაცია ან და გამოიყენოთ ღია მარკეტზე სხვების მიერ შექმნილი ვიზუალიზაციები.

Qlik Sense-ით თქვენ შეხვდებით სტანდარტულ, მოსაწყენ და ხისტ შაბლონებს. მაგრამ ადვილად გამოსაყენებელი drag-and-drop ინტერფეისის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ინტერაქტიული ვიზუალიზაცია. ხელსაწყოს ასოციაციური მოდელი ხელს უწყობს ამ სიმარტივეს. მონაცემთა შესაბამისი მნიშვნელობები დაკავშირებულია და მათ შეუძლიათ შეცვალონ ვიზუალიზაცია მათი არჩევისას.

მონაცემთა ინტეგრაცია

Power BI-ის, როგორც BI ინსტრუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, თუ რამდენად ადვილად აკავშირებს იგი Microsoft-ის სხვა სისტემებს, მათ შორის Azure მონაცემთა ბაზას. ამრიგად, მონაცემთა ნაკრების ამოღება მარტივია შიდა წყაროებიდან, როგორიცაა Azure.
მონაცემთა ინტეგრაციის ეს სიმარტივე არ შემოიფარგლება მხოლოდ MS პროდუქტებით. შეგიძლიათ ინტეგრირდეთ 100+ წყაროსთან. უფრო მეტიც, ყველა დაკავშირებული მონაცემთა ნაკრები ცენტრალიზებულია ერთ პლატფორმაზე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ანგარიშების გენერირებისთვის და ინფორმაციული დაშბორდების შესაქმნელად.

Power BI-ს – ანალოგიურად, Qlik Sense-ს შეუძლია მონაცემთა გაერთიანება ერთ ცენტრალიზებულ პლატფორმაში. იგი მხარს უჭერს ინტეგრაციას მონაცემთა სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის Carto, DataTap, Limelight, Como და რამდენიმე სხვა.

სარგებელი

ფასის თვალსაზრისით, Power BI Pro არის იაფი გზა BI ინსტრუმენტებით სარგებლობისთვის. ეს არის კარგი საწყისი ინსტრუმენტი მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის, რათა მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი ბიზნეს შესაძლებლობები მონაცემებით. Power BI Premium-ზე ფასის უპირატესობა აშკარაა. მას გააჩნია საკმარისი სიღრმე მოხსენებებისა და ვიზუალიზაციის პერსონალიზაციაში, რათა გაამართლოს ღირებულება. საწარმოს მომხმარებლებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩართულია Microsoft-ის ეკოსისტემაში, შეიძლება ნახონ, რომ მისი თავსებადობა სხვა MS პროდუქტებთან ღირს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს დაზოგავს ორგანიზაციებს ტრენინგის მნიშვნელოვან ხარჯებს და აქვს უფრო მაღალი მასშტაბურობა. როდესაც პრობლემები შეგექმნებათ ან დახმარება გჭირდებათ, Power BI-ს აქვს მომხმარებელთა ეფექტური მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირი მხარდაჭერის ვარიანტების გარდა, აგრეთვე ხელმისაწვდომია სხვა დანარჩენ არხსა და ელფოსტაზე.

BI ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი არის მონაცემების მაქსიმიზაცია. ამასთან დაკავშირებით, Qlik Sense-ს აქვს შესაძლებლობა და სანდოობა, რომელიც მიიჩნევა, რომ ტოლია მისი ფინანსური ღირებულების. ბევრმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ იყენებს ინსტრუმენტს ხარჯების ანგარიშგებისას და შეცდომების გამოსწორებაზე ნაკლები დროის დახარჯვის მიზნით. მომხმარებელთა მხარდაჭერის/დახმარების არხები ხელმისაწვდომია 24/7-ზე და მოიცავს ელფოსტას, ტელეფონს, ტრენინგს და პირდაპირ მხარდაჭერას. ასევე არის მომხმარებელთა დიდი საზოგადოება, ასე ვთქვათ მოხალისეები, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში. პროგრამული უზრუნველყოფა კარგად არის შეფასებული და მომხმარებელთა უმეტესობა კმაყოფილია საკუთარი ინვესტიციით.

Tags: No tags

Comments are closed.