services-image-1

Power BI მაისის განახლებები

Power BI Desktop-ის განახლებული ვერსია გამოდის ყოველთვიურად, მომხმარებელთა უკუკავშირებისა და ახალი ფუნქციების კომბინაციის საფუძველზე. 

რეპორტინგი

New Format Pane updates – მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე მაისის თვის განახლებას დაემატა პრეფერენციის ფუნქცია, რაც გულისხმობს, ამ ფუნქციის ჩართვისას კატეგორიები იქნება მუდამ ჩამოშლილი, როდესაც გახსნით Power Bi-ს გვერდს.

 

 

Current default (ფუნქცია გათიშულია)

თუკი ეს ფუნქცია გათიშულია, მაშინ რომელიმე კატეგორიის არჩევისას ჩამოშლილია მხოლოდ პირველი ქვეკატეგორია.

 

ფუნქცია ჩართულია

თუკი ფუნქცია ჩართულია, მაშინ კატეგორიის არჩევისას ჩამოშლილია ყველა ქვეკატეგორია.

ამ თვის განახლებები აგრეთვე მოიცავს:

  • Analytics pane კვლავ დაემატა Custom Visuals, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შექმნათ:
  • X ღერძის პარალელური წრფე.
  • Y ღერძის პარალელური წრფე.
  • მინიმალური მნიშვნელობის წრფე.
  • მაქსიმალური მნიშვნელობის წრფე.
  • საშუალო მნიშვნელობის წრფე.
  • მედიანის წრფე.
  • პროცენტული მნიშვნელობის წრფე.
  • Symmetry shading
  •  “No fill” for Title > background, Tooltips > background, და Header icons > Help tooltip > background color pickers კვლავ დაემატა.
  • ძებნის გამარტივების მიზნით, სიტყვა “color“ დაემატა ყველა ფერის შემცვლელ ფუნქციას.
  • Conditional formatting card კვლავ დაემატა Decomp Tree visual-ს.
  • მატრიცისა და ცხრილის “conditional formatting” ძებნის სიტყვა ამჯერად შეესაბამება “cell elements”-ს.

 

Canvas Zoom

ამ თვის განახლება აგრეთვე მოიცავს Zoom-ის დამატებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ შეცვალონ რეპორტის ზომა, რათა გახადონ ის უფრო მარტივად წაკითხვადი, ხოლო რაც შეეხებათ რეპორტის შექმნელებს, ეს ფუნქცია მათ დაეხმარებათ შეისწავლონ თითოეული ვიზუალიზაციის ელემენტი დეტალურად. ზომის შეცვლა შესაძლებელია დიალოგის გახსნით, სადაც სასურველ ზომას თავად ჩაწერთ. “fit to page” ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ზომა დაუბრუნდება საწყის default view-ს.

შენიშვნა: რეპორტის ზომის შენახვა არ ხდება

Field parameters

ამ თვის განახლების საფუძველზე დაემატა ახალი ფუნქცია Field parameters რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს measure-ებისა და Dimension-ის ცვლილებების საფუძველზე მოხდეს მათი ანალიზი რეპორტში დინამიურად. მაგალითად, პროდუქტის კატეგორიის არჩევისას, მოხდეს თითოეული პროდუქტის ანალიზი რაიმე მახასიათებლის, დავუშვათ გაყიდვების მიხედვით.

field parameter-ის შექმნა:

თავდაპირველად Option-შიუნდა დაამატოთ Field parameters-ის ვიზუალი.

ახალი field parameterის შესაქმნელად უნდა აირჩიოთ Modeling > New parameter > Fields:

პარამეტრის შესაქმნელად, უნდა აირჩიოთ პარამეტრის სახელი და აირჩიოთ ველები, რომლებიც გინდათ გამოიყენოთ. ამ მაგალითში არჩეულია, რამდენიმე dimension-ი.

დიალოგის ველში შეგიძლიათ Drag and drop-ით შეცვალოთ არჩეული ველების თანმიმდევრობა და ორჯერ დაჭერით შეუცვალოთ სახელი.

თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ აურიოთ და შეუსაბამოთ ერთმანეთს measures და dimensions. მაგალითად, ეს ფუნქცია შეიძლება გამოიყენოთ დინამიური ცხრილის შესაქმნელად, სადაც სვეტები შესაძლოა იყოს როგორც measures აგრეთვე dimensions.

field parameter გამოყენება ვიზუალის მახასიათებლების შესაცვლელად.

მას შემდეგ რაც შექმნის ველის პარამეტს, შეგიძლიათ ეს პარამეტრი გამოიყენოთ ვიზუალში გამოყენებული measure-სა და dimension-ის სამართავად.

თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ პარამეტრი ვიზუალის ველში. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ ვიზუალიზაციის მახასიათებელს აქვს ველების რაოდენობაზე ან ველის ტიპზე შეზღუდვა.

კონტექსტური მენიუდან თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ: აჩვენოს თუ არა პარამეტრა არჩეული ველის მნიშვნელობები ან არჩეული ველების სახელები ვიზუალებზე (გარდა slicer-სა).

field parameter-ის შეცვლა:

ბოლოს, თუკი გსურს field parameter-ის შეცვლა, ამისათვის გჭირდება DAX-ის გამოყენება.

მაგალითად, თუკი გსურს პარამეტრისთვის ახალი ველის დამატება ამისათვის უნდა დააჭიროთ Shift + Enter-ს და შეიყვანოთ სასურველი ველი ახალ სტრიქონში.

თითოეული ველი ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული და ველის ჩაწერის სტრუქტურა უნდა იყოს შემდეგნაირი:

 (“<display name of choice>”, NAMEOF(‘<table name>’[<field name>]), <ordinal number used for sorting>)

შეზღუდვები:

  • AI visuals და Q&A-ზე არ ზემოქმედებს ეს ფუნქცია.
  • მომხმარებელს არ შეუძლია „არცერთის“ არჩევა, არცერთი ველის არჩევა slicer-ში ან filter card-ში ავტომატურად გულისხმობს ყველა ველის არჩევს.
  • ველში ვერ გამოიყენებ implicit measures-ს, რაც გულისხმობს, თუკი შენ გსურს შემაჯემებელი სვეტი, ამისათვის საჭიროა Dax-ის გამოყენებით შექმნა explicit measure.
  • implicit measure-ის მაგალითი: ∑ Sales
  • explicit measure-ის მაგალითი: Measure = SUM(‘Table’[Sales])

კომპოზიტური მოდელების მართვა Power BI-ის მონაცემთა ბაზაში

კომპოზიტური მოდელების შექმნა Power BI-ში შესაძლებელია 2020 წლის დეკემბრიდან. გასულ თვეს დაანონსდა კომპოზიტური მოდელების გამოყენებით შექმნილ რეპორტებზე წვდომისათვის აუცილებელი ნებართვების ცვლილება.

ამ თვის განახლების საფუძველზე ადმინებს შეუძლიათ მართონ DirectQuery-სთან წვდომა. მართალია წვდომა ავტომატურად ჩართულია, თუმცა ადმინებს შეუძლიათ მომხარებლებს შეუწყვიტონ ახალი კომპოზიტური მოდელების შექმნის შესაძლებლობა მონაცემთა ბაზაში. ამ ფუნქციის საფუძველზე აგრეთვე შეგიძლია განსაზღვრო კონკრეტული მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებსაც ექნებათ DirectQuery-სთან წვდომა.


Data point rectangle select

ამ თვის განახლების საფუძველზე data point rectangle select გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი! ეს ფუნქცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს კურსორით შემოხაზოს მართკუთხედი და შეისწავლოს მის შინით მოქცეული მონაცემები. არჩევანის გაუქმება შესაძლებელია ან ცარიელ ადგილზე კურსორის დაჭერით ან ღილაკთა კომბინაციით Ctrl+Shift+C.

data point rectangle select ხელმისაწვდომია line, area, scatter, treemap, and map ვიზუალებზე და ამავდროულად ერთჯერადი არჩევანის შემთხვევაში მართკუთხედში მოთავსებულია მონაცემები არ უნდა აღემატებოდეს 3,500-ს.

Error bars for column and line combination charts

ამ თვის განახლებების საფუძველზე error bars დაემატა combo charts-საც. Error bar-ის შექმნა შესაძლებელია იგივე მეთოდით: Analytics Pane-ში error bars card-ის ველში უნდა დაამატოთ ზედა და ქვედა ზღვარის მნიშვნელობები.

მონაცემთა ბაზის დაკავშირება და მომზადება

ამ თვის განახლებების საფუძველზე მონაცემთა ბაზის წამოღება შესაძლებელია შემდეგი პლატფორმებიდან:

  • FactSet RMS (New Connector)

FactSet RMS-დან კვლევის შედეგად მოძიებული მონაცემთა ბაზის Power BI-სთან დაკავშირების შესაძლებლობა ზრდის FactSet RMS-ის გამოყენების ეფექტიანობას. ეს მომხმარებელს აძლევს მოქნილობასა და კონტროლის მექანიზმს FactSet RMS-ის სასურველი მონაცემების მართვისა Power BI-ის ვიზუალიზაციის გამოყენებით.

  • `Funnel (New Connector)

Funnel ამარტიებს რეპორტის შექმნას მარკეტინგის მუშაობის შესახებ. მომხმარებლის მიერ განვლილი გზის შესახებ ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია ყცველა პლატფორმიდან: სარეკლამო, ანალიტიკური, სოციალური და CRM. გარდაქმნა და გაასუფთავო ინფორმაცია შეზღუდული რაოდენობის ინსტრუმენტებით. ინფორმაციის Power BI-შ გადატანა ეხმარება მარკეტინგის გუნდს მარტივად შეძლონ შეგროვებული ინფორმაციის ვიზუალიზაცია და ახალი insight-ების აღმოჩენა. ეს განახლება მარკეტოლოგებს დაეხმარებათ საკუთარი გადაწყვეტილებები დააფუძვნონ რეალურ კლევებსა და მონაცემებზე. აგრეთვე, ეს დაეხმარებათ მარკეტინგისა და ბიზნეს ანალიტიკის გუნდებს მოიპოვონ სრული კონტროლი სამუშაო პროცესზე, აირიდონ ხარჯები და ტექნიკური სირთულეები. 

  • Azure Databricks (Connector Update)
  • Denodo (Connector Update)
  • Google Sheets (Connector Update)
  • Autodesk Construction Cloud (Connector Update)

 

სერვისი

Power BI subscriptions-ის მართვა გახდა მარტივი

თუკი სამუშაო გარემოში გაგაჩნია ადმინის როლი, ამ შემთხვევაში შენ გაქვს შესაძლებლობა ნახო ყველა subscription, რომელიც შექმნილია Power BI სერვისზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მფლობელი. აგრეთვე გაქვთ უფლება შცვალოთ ანგარიშები.

თუკი არ ხარ ადმინი, მაგრამ გაგაჩნია workspace Member, Contributor, ან Viewer-ის როლი შენ გექნება წვდომა ანგარიშების გვერდთან, თუმცა შესაძლებლობა გექნება ნახო მხოლოდ საკუთარი ანგარიშები.

Dataset hub improvements:

ამ თვის განახლებების საფძველზე უფრო მარტივი გახდა insight-ების აღმოჩენა.

რეპორტის ავტო-აწყობა არსებული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით: 

რეპორტის ავტო-აწყობის ფუნქციის გამოყენებისას Power BI ავტომატურად დაიწყებს შემაჯამებელ ინფორმაციაზე რეპორტის აწყობას. ეს ფუნქცია შესაძლებლობას მოგცემს დაიჭირო insight-ები მონაცემებიდან უფრო სწრაფად ვიდრე ოდესმე. Your data ველიდან მარტივად შეგიძლია წაშალო ან დაამატო ახალი ვიზუალები, აგრეთვე აირჩიო შენთვის მნიშვნელოვანი მონაცემთა ველები, რომლებზე დაყრდნობითაც Power BI შექმნის ჩარტებს.

შენიშვნა: ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ მონაცემთა ბაზაზე, რომელთაც გააჩნიათ ერთი ცხრილი.

exportable formatted data table
აგრეთვე მარტივადაა შესაძლებელია მონაცემთა ბაზის იმგვარად დაფორმატება, როგორიც უნდა ჰქონდეს ექსპორტირებულ მონაცემთა ბაზას.

 

 

მობილური

მიზნების განახლება ამჯერად ხემისაწვდომია the activity feed-ზე. 

The Power BI-ის სატელოფონო ვერსიის activity feed შესაძლებლობას გაძლევს მუდმივად თვალყური ადევნო შენს კონტენტთან დაკავშირებულ ყველა აქტივობასა და განახლებას.

 

დეველოპერები

File downloads API

File downloads API იძლევა შესაძლებლობას წაიღო ფაილში ინფორმაცია ვიზუალიდან.

 

ვიზუალები

ამ განახლების საფუძველზე Power BI-ს დაემატა შემდეგი ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები:

Dumbbell Bar Chart by Nova Silva

მონაცემთა ვიზუალიზაცია ასრულებს ფუნდამენტურ როლს შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემაში: „როგორ ედარება A შედეგი B შედეგს“. მსგავსი კითხვაა: „ როგორ შესადარისობაშია ამ თვის გაყიდვები წინა თვის გაყიდვებთან“;

ამ ყველაფერს მარტივს ხდის Dumbbell Bar Chart, რომელიც აჩვენებს ორივე მნიშვნელობას და მათ შორის განსხვავებას.

 

 

Drill Down Map PRO by ZoomCharts

ეს ფუნქცია მოიცავს:

  • Custom shape support – შენთვის სასურველი ფორმების შერჩევა KML-სა დაGeoJSON-ის გამოყენებით.
  • Lasso tool – შენთვის სასურველი ფორმის დახატვა ფილტრატორად გამოყენების მიზნით.
  • Node clustering capabilities – კლასტერები შესაძლებელია დაფორმატდეს როგორც Donut ან Pie ჩარტი.
  • Various map layers შესაძლებობას გაძლევს არჩევანი გააკეთო 4 ვარიანტს შორის – Azure maps, Custom (OpenStreetMaps, Google, CartoDB etc.), Image (e.g., floor plans), None (ფორმების ვიზუალიზაცია ფონის გარეშე).
  • Aura, image, and custom label support.

პოპულარული გამოყენები:

  • წარმოება – მართო წარმოებისა და მოწყობილობების შესახებ მონაცემები ლოკაციის მიხედვით.
  • გაყიდვები და მარკეტინგი – მონიშნო რუკაზე გაყიდების რაოდენობა რეგიონის ან მაღაზიის ლოკაციის მიხედვით.
  • საჯარო სექტორი – გარემო და სოციოდემოგრაფიული მონაცემების ვიზუალიზაცია.

ჩარტიკულატორი

გამოსწორდა ჩარტიკულატორთან დაკავშირებული ბაგები:

  • გამოსწორდა ტექსტის ჩარჩოსთან და ფონთან დაკავშირებული ხარვეზი.
  • გამოსწორდა ფერების არჩევასთან დაკავშირებული ხარვეზი.
  • გამოსწორდა dropdown menu-ს icon-ებთან დაკავშირებული ხარვეზი.
  • გამოსწორდა სურათის გახსნასთან დაკავშირებული ხარვეზი.
  • ატრიბუტების პანელს დაემატა ძებნის ფუნქცია.

 

 

სხვა განახლებები

Power BI Desktop infrastructure update (WebView2)

ეს განახლება აგრეთვე ითვალისწინებს WebView2-სთან დაკავშირებული პრობლემის გამოსწორებას.

Tags: No tags

Comments are closed.