services-image-1

Power BI ივნისის განახლება

Power BI Desktop-ის განახლებული ვერსია გამოდის ყოველთვიურად, მომხმარებელთა უკუკავშირებისა და ახალი ფუნქციების კომბინაციის საფუძველზე.

ივნისის თვის განახლებები მოიცავს:

რეპორტინგი

ახალი ფორმატის ფანჯარა/პანელი (New Format Pane)

ახალ ვერსიაში უკვე ხელმისაწვდომია გაუმჯობესებული ფორმატირების ფანჯარა/პანელი:

·         უზრუნველყოფს ხარვეზის დაბლოკვას, რათა უკეთ შესრულდეს ვიზუალიზაციის ანალიტიკა.

 

·         როდესაც, ჩვეულებრივ გვერდს ვცვლით tooltip-ის ზომაზე, ავტომატურად შევძლებთ დავაჭიროთ „allow use as tooltip” ღილაკზე, ამით შევამცირებთ ნაბიჯების რაოდენობას.

Error bars-ის განახლება

ამ თვის განახლნებაში, Error bars-ის განყოფილება დაემატა analytics pane-ში, რათა ფორმატირება უფრო მარტივი ყოფილიყო. ნაკლები sub-card-ებით , რომელთათვის scroll through მოგიწევთ, შეგიძლიათ უფრო მარტივად იპოვოთ და მოარგოთ სხვადასხვა ელემენტები, რომელთა ნახვაც გსურთ თქვენს error bar-ებზე. ძირითადი ცვლილებები არის ის, რომ line options გადატანილია error band sub card-ში და marker option-ს ასევე გადავიდა the bar და band cards-ში.

 

ინფორმაციის დაცვის მექანიზმის გაუმჯობესება

Power bi desktop-ში შეგიძლია პირდაპირ დაუკავშირდე მონაცემებს Power BI service-ში და შექმნა განსხვავებული report-ები. თუ მონაცემთა ბაზას აქვს sensitivity label, მაშინ power bi ავტომატურად გამოიყენებს live მონაცემთა ბაზის sensitivity label-ს pbix ფაილზე, რათა შეინარჩუნოს მონაცემთა კლასიფიკაცია.

ცხრილის ნავიგაციის დახვეწა

ეს განახლება მოიცავს:

  • მუშაობის საერთო გაუმჯობესებას scrolling-ისა და rendering-ისთვის.
  • ახალ keyboard shortcut-ებს, რომლებიც უფრო მარტივია ნავიგაციისთვის : shift up/ down arrow რამდენიმე ხაზის მოსანიშნად; page up/down scrolling-ისთვის; home/end პირველი და ბოლო უჯრისთვის.
  • რიგების შერჩევის გაუმჯობესებას, რომელიც მოიცავს მარცხენა მაჩვენებელს/ინდიკატორს და გაუმჯობესებულ კონტრასტს, რაც გეხმარება განასხვავო არჩეული რიგები აურჩეველი რიგებისგან.
  • ახალ two-toned ფოკუსის მონახაზს ნებისმიერ ფერთა ფონზე, აქცენტი ყოველთვის იქნება გაკეთებული უფრო ფონზე.
  • განახლებულ conditional formatting icon-ებს, რომლებშიც ვხვდებით ახალ ფერის კონტრასტს.
  • გამოსახულების alternative text-თან ასოცირების შესაძლებლობას ფორმატირების ფანჯარაში/პანელში, რომლებიც განკუთვნლილია მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისათვის.

Canvas zoom ფუნქცია Teams-ში

კანვასის გადიდების ფუნქციის განახლებას წინა თვეშიც შევხვდით, თუმცა მოცემულ თვეშიც გვაქვს სიახლე. ფუნქციის გამოყენება teams-შიც შესაძლებელი გახდა. Report-ის მკითხველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის მარტივად იკითხებოდეს. ამ ფუნქციით დიზაინერებსაც გაუადვილდებათ რეპორტის აწყობა.

 

მოდელინგი

რთული მოდელები SQL Server Analysis სერვისებზე

 ამიერიდან უკვე შესაძლებელია კომპოზიტური მოდელის აწყობა SQL სერვერ 2022 ანალიზის სერვისის ტაბულარ მოდელთან დაკავშირებისას. რაც გულისხმობს იმას, რომ სხვა მონაცემებთან ერთად შესაძლებელილ გახდება ანალიზის სერვისის მოდელთან DirectQuery-ით მიერთება და კომპოზიტური მოდეის აგება.

 

მონაცემთა დაკავშირება და მომზადება

Datamarts-თან დაკავშირება

როგორც refresher, datamarts-იც power bi-ში ოფიციალურად 2022 წლის მაისსში დაანონსდა როგორც ახალი power bi premium თვითმომსახურების შესაძლებლობა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელონ relational database analytics.

 

ახლა უფრო მარტივად არის შესაძლებელი datamarts-ის power bi-ს desktop ribbon-ის „data hub“-იდან დაკავშირება. ეს ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ უკვე შექმნილი მონაცემები და თავიდან გამოიყენონ ისინი report-ების მარტივად შესაქმნელად.

 თქვენ შეგეძლებათ იხილოთ თქვენმიერ შექმნილი ან სხვების მიერ გაზიარებული datamarts. ეს დაგაკავშირებთ datamart-ის auto-generated მონაცემთა ბაზასთან, რათა მარტივად შექმნათ report-ები.

მონაცემთა ნაკრების შესაქმნელად მონაცემთა ბაზის თავზე შეგიძლიათ გამოიყენოთ azure sql database connector და მიუთითოთ datamarts-ის sql კავშირის string სერვერის სახელისთვის. თუ თქვენ შექმნით datamart-ს, მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ sql connection string datamart-ის პარამეტრებიდან.

თუ datamart გაგიზიარეს, მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ sql connection string datamart-ის ინფორმაციის გვერდიდან, ანუ data hub-ის გვერდიდან.

Anaplan (connector update)

 

შეცდომების აღმოფხვრა/გაუმჯობესება: power bi_სთვის anaplan-ის ეს ვერსია მხარს უჭერს anaplan Oauth API_ებს anaplan_ით იდენტიფიკაციას. მომხმარებელს შეეძლება გამოიყენოს ძირითადი მაიდენტიფიცირებელი საშუალებები (user id, password) ან anaplan-ის კონფიგურირებული idp connector anaplan-ში შესასვლელად, ექსპორტის მოქმედებების, წვდომისა და გაშვებისთვის. ამ ახალი connector option-ით, კლიენტებს არ სჭირდებათ იყვნენ anaplan exception user-ები power bi-ს გამოსაყენებლად.

Azure databricks – connetor-ის განახლება

·         Fast evaluation option არის ამოღებული Ui-დან და გამოიყენება default-ად.

·         მოხდა რამდენიმე ცვლილება performance-ის გაუმჯობესებისთვის.

Dremio
cloud – connector-ის განახლება

·        მომხმარებელს შეუძლია power bi service დააკავშიროს dremio cloud-თან power bi gateway_ის გარეშე.

·        
ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება შეექმნას back compatibility-ის პრობლემა მათ არსებულ კავშირებთან და ანგარიშებთან. მათ შეიძლება დასჭირდეთ  ხელახლა შეიყვანონ
თავიანთი დიპლომები და შესაძლოა, ხელახლა შექმნან არსებული ანგარიშები ახალი connector_ის განახლების შემდეგ.

Factset analytics ( connector upgrade)

მცირე შიდა შესწორებები ცხრილის წარმოდგენისთვის.

Hexagon ppm smart api – connector განახლება

განახლებულმა ვერსიამ აღმოფხვრა პრობლემა, რომელშიც okta authentication აღარ მუშაობდა webview2 browser control-თან.

SingleStore – ახალი connector

Singlestore არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მონაცემთა ბაზა. Singlestore უზრუნველყოფს  ერთიან მონაცემთა ბაზის ანალიტიკურ და ტრანზაქციულ დატვირთვას ტექსტის, geospatial, time series და სხვა მრავალი მოდელის საშუალებით. Singlestore power bi connector უზრუნველყოფს ცოცხალ კავშირს მონაცემთა ბაზასთან directquery-ს საშუალებით. ასევე მონაცემთა იმპორტის შესაძლებლობას power bi-ში სტანდარტული და  მორგებული sql იმპორტის რეჟიმებით.

Snowflake – connector-ის განახლება

განახლებულ ვერსიაში დახვეწილია რამდენიმე მცირე მნიშვნელობის bug, რომლებიც იწვევდნენ compilation შეცდომებს.

Vessel insight ( connector update)

Connector_ში ახალი განახლება საშუალებას აძლევს მომხმარებელს განახორციელოს ნავიგაცია fleet-ებში სხვადასხვა asset tree-ს დახმარებით. Vessel insight-ს აქვს asset tree-ის ახალი ვერსია, სადაც განახლებულია იერარქიის სტრუქტურა.
ახლა უკვე შესაძლებელია ნავიგაცია ძველ და ახალ asset tree-ზე ან მეტზე,  მაშინ, როცა connector-ის წინა ვერსია მომხმარებელს საშუალებას აძლევდა მხოლოდ ერთზე. სენსორები, რომელიც მონაცემთა გარეშეა, იქნება დამალული და უზრუნველყოფს მომხმარებელს იმპორტისთვის სენსორების არჩევას, რომ არ იყოს ცარიელი
სენსორები.

Workplace analytics/ viva insights (connector update)

განახლებულია workplace analytics connector და რებრენდიგებულია viva insight-ად. განახლებული connector ახლა ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. Connector შეიცავს ახალ არჩევით პარამეტრს, რომელიც
საშუალებას გაძლევთ შემოიტანოთ დაუმუშავებელი query Output გარკვეული მონაცემთა წყაროდან.

სერვისები

Power bi data-ს თხრობა

Power bi storytelling ეს არის power point-ისა და power bi-ს ინტეგრაცია, რაც საშუალებას გვაძლევს power bi report დავამატოთ power point-ში სლაიდების სახით. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემები მუდმივ განახლების რეჟიმში იქნება.

მისი გამოყენება:

·         Share>PowerPoint ან Export>PowerPoint>Embed live data.

·         შეამოწმეთ “Embed report with data filters you selected” ფანჯარა, რომ დარწმუნდეთ დამატებული report-ის სისწორეში.

·         გაიხსნება ახალი ფანჯარა.

 

·         დააკოპირეთ ლინკი და ჩააკოპირეთ Power BI add-in-ში ან გახსენით ახალი პრეზენტაცია ავტომატურად დამატებული report-ით.

Data hub-ის ანონსი

Data hub-ში შეგიძლია იპოვო ახლად გამოშვებული datamarts. Data hub – ეს არის ცენტრი მონაცემთა მფლობელების, report creator-ების და მომხმარებლების, იმისათვის, რომ მართონ, აღმოაჩინონ ან გამოიყენონ მონაცემები ნებისმიერ სამუშაო სივრცეში.

·         მონაცემთა მფლობელებს  შეუძლიათ ნახონ usage metrics, refresh status, related reports, lineage და impact analysis, რათა დაეხმარონ მათი მონაცემთა ერთეულების მონიტორინგსა და მართვას.

·         Report consumer-ებს შეუძლიათ გამოიყენონ hub სანდო მონაცემების საფუძველზე report -ის მოსაძებნად.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მონაცემთა აღმოჩენის საუკეთესო პრაქტიკაზე, ახალი ანგარიშების შექმნამდე მომხმარებლებმა უნდა დაათვალიერონ არსებული დაკავშირებული ანგარიშები. თუ არ არსებობს შესაბამისი ანგარიშები, არსებობს მრავალი გზა ახალი ანგარიშის შესაქმნელად:

1.         შექმენით ანგარიში tempate-ის დახმარებით.

2.         შექმენით ანგარიში scrath-ით.

3.         შექმენი formatted table.

Power bi metrics-ის განახლება

თქვენ შეძლებთ მიზნებზე იმოქმედოთ შემდეგნაირად:

·         დანიშნოთ მფლობელები

·         შექმნათ, განაახლოთ ან ჩაანაცვლოთ სტატუსები

·         განაახლოთ დაწყების თარიღები

·         განაახლოთ დამთავრების თარიღები

Embedded ანალიტიკა

იერარქიული სლაისერები JS APIs-ში (Hierarchy slicers support in JS APIs)

Power BI-ში სლაისერები არის ერთგვარი ფილტრი ჩვენს სამუშაო კანვასზე. ისინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ გაფილტროს და სორტირება გაუკეთოს იმ ინფორმაციას, რომლის დატოვებაც მხოლოდ მას სურს.

ISV-ებს და დეველოპერებს ახლა შეუძლიათ გამოიყენონ იერარქიული სლაისერები JS APIs-ში. გარდა ამისა, შესაძლებელია ჩატვირთვის კონფიგურაციის გამოყენება report-ის ჩატვირთვისას სლაისერის მდგომარეობის შესაცვლელად.

Embedding Paginated Report-ის მხარდაჭერა მონაცემთა წყაროებით, რომლებიც შეიცავს ერთ ნიშანს (SSO) (Support embedding Paginated Report with data sources containing single sign on (SSO))

პარტნიორებსა და მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ Power BI Embedded-ის report-ების ავტომატიზაცია მონაცემთა წყაროებით, რომლებიც შეიცავს SSO მხარდაჭერას.

ეს პარამეტრი საშუალებას აძლევს Power BI-ს დაიცვას უსაფრთხოების პარამეტრები, რომლებიც კონფიგურირებულია მონაცემთა წყაროს დონეზე.

JS SDK-ში Paginated Report-ების პარამეტრების მხარდაჭერა (Support passing report parameters for Paginated Reports in JS SDK)

ახლა დეველოპერებს შეუძლიათ დააყენონ პარამეტრები Paginated Report-ებისთვის Power BI-ში მათი Payload პარამეტრებში JS SDK-ის გადაცემის მეშვეობით.

მათ, ასევე შეუძლიათ დააკონფიგურირონ, თუ როგორ ამუშავებს Power BI Paginated Report-ებს, embedding პარამეტრების ფილტრაციისთვის, რომელიც აკმაყოფილებს პარამეტრების კრიტერიუმებს.

Power BI-ის მონაცემთა ნაკრები DirectQuery ახლა მხარდაჭერილია Power BI Embedded-ში(DirectQuery for Power BI datasets is now supported in Power BI Embedded)

კლიენტებს შეუძლიათ გააერთიანონ თავიანთი მონაცემები წამოსული ნებისმიერი მონაცემთა წყაროდან, რომელიც PBI-სთან დაკავშირებულია ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, SSO ჩართულია მხარდაჭერილი მონაცემთა წყაროებისთვის) და ქმნის საკუთარ measure-ებს და გამოთვლებს.

Power BI ანგარიშის მონაცემთა ნაკრებთან ჩასართავად, რომელსაც აქვს Direct Queryკავშირი სხვა Power BI მონაცემთა ბაზასთან, უნდა გაკეთდეს ორი ცალკეული რამ:

  • Power BI პორტალზე უნდა დაყენდეს “XMLA endpoint” “Read Only”-ზე ან “Read Write”-ზე მონაცემთა ნაკრების მოცულობაში – და ეს საკმარისია გაკეთდეს მხოლოდ ერთხელ თითო მოცულობაზე.
  • უნდა შეიქმნას Multi-Resource Embed Token ყველა შესაბამისი მონაცემთა ID-ებით, რომლებიც მითითებულია მოთხოვნაში და გასათვალისწინებელია, რომ XmlaPermissions დაყენდეს ReadOnly-ზე.

სერვისის ძირითადი პროფილი (Service principal profile)

პროგრამის ახალ მოდელში დამატებულია ახალი მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტების ბევრად უფრო დიდ რაოდენობას ძირითადი პროფილის შემოღებას. სერვისის თითოეულ პროფილს შეუძლია კლიენტის დახმარება, ხოლო პროფილების რაოდენობამ ასე შეიძლება ასობით ათასს მიაღწიოს.

სერვისის ძირითადი პროფილი საშუალებას აძლევს ISV-ს შექმნას მასშტაბირებადი აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მონაცემების უკეთეს იზოლაციას და ადგენს უსაფრთხოების უფრო მკაცრ საზღვრებს კლიენტებს შორის.

სერვისის ძირითადი პროფილის გამოყენება საშუალებას აძლევს ISV აპლიკაციას, რომ უმასპინძლოს რამდენიმე მომხმარებელს ერთად. თითოეული პროფილი წარმოადგენს ერთ მომხმარებელს Power BI-ში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული პროფილი ქმნის და მართავს მონაცემთა ბაზას, ანგარიშებს, დაფებს და სხვა არტეფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული მომხმარებლის მონაცემებთან.

დეველოპერები (Developers)

განსაზღვრეთ პრივილეგირებული ნებართვები, რომელსაც თქვენი ვიზუალი ითხოვს capabilities.json-ში (Define the privileged permissions your visual is requesting in the capabilities.json)

დაწყებული API 4.6-დან და ზემოთ, დეველოპერებმა უნდა მიუთითონ ნებისმიერი პრივილეგირებული API call-ები, რადგან მათი ვიზუალური მუშაობისთვის საჭიროა წვდომა.

ეს ამჟამად მოიცავს: ვებ წვდომას და ფაილის გადმოტვირთვას მორგებული ვიზუალიდან.

ეს პრივილეგიები მინიჭებულია capabilities.json ფაილში და ნაჩვენები იქნება “About” dialog-ში დესკტოპზე და ვებსაიტზე რედაქტირების მოდელისას. ვიზუალს მიეცემა წვდომა ნებისმიერ
სპეციალურ პრივილეგიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წინასწარ იქნება განსაზღვრული
capabilities.json ფაილში. ადმინს შეუძლია ჩართოს ვიზუალური
ფაილების ჩამოტვირთვის პარამეტრები.

ვიზუალიზაცია

ახალი ვიზუალები AppSource-ში (New visuals in AppSource)
ივნისის განახლებაში დაემატა შემდეგი ახალი ვიზუალები:
• Mapbox Custom visual
• SCvation-Flow-Basic
• 2WriteBack
• Easy SPC

Milestone Trend Analysis (MTA)
ეს არის მარტივი მეთოდი დედლაინების ტრენდის აღმსაჩენად. ის საშუალებას გაძლევთ დროულად გქონდეთ რეაგირება მაკორექტირებელი მოქმედებებით. ეს პროექტის ყველა მონაწილისა და დაინტერესებული მხარის შეატყობინებს ბოლო ვადების შესახებ.
ძირითადი Milestone Trend Analysis Chart სიგნალები არის:
• ჰორიზონტალური ხაზი: არ იცვლება დასრულების (მოსალოდნელი) თარიღი
• მზარდი ხაზი: დაგვიანება (მოსალოდნელი) დასრულების თარიღში
• კლების ხაზი: (მოსალოდნელი) დასრულების თარიღმა წინ წაიწია
Milestone Trend Analysis Chart-ის ყველა ფუნქცია ხელმისაწვდომია სტანდარტულ Power BI-ის მომხმარებლის ინტერფეისშიც, ამიტომ არ არის საჭირო ახალი ინტერფეისის სწავლა.

Inforiver Premium Edition ახლა სერტიფიცირებულია (Inforiver Premium Edition now certified)

Inforiver Premium Edition, რომელიც უზრუნველყოფს Power BI ანგარიშების შექმნის უსწრაფეს გზას, ახლა არის სერტიფიცირებული Microsoft Power BI-ს მიერ. ბოლო გამოშვება აერთიანებს რამდენიმე ახალ ფუნქციას და გაუმჯობესებას, და ხელმისაწვდომია Microsoft AppSource-ში.

Premium Edition იყენებს no-code/low-code-ის არქიტექტურას, რომ უზრუნველყოს გამოყენების შემთხვევების ფართო არჩევანი. (The Premium Edition leverages a no-code/low-code architecture to deliver a wide variety of use cases)

• Paginated რეპორტები (Paginated reports)

• მენეჯმენტი, ფინანსები და IBCS რეპორტები (Management, financial & IBCS variance reports)

• გრაფიკული ცხრილები (Graphical tables (in-cell visualizations))

• Pivot analysis with expand and collapse for both row and columns

• Excel-ის მსგავსი ფორმულები რიგებში, სვეტებში (Excel-like formulae at rows, columns, cell for visual-level calculations)

• გეგმის, პროგნოზის ან კომენტარების/უჯრების ანოტაციებისთვის მონაცემთა ხელით შეყვანა (Manual data entry for plan, forecast or comments/cell level annotations)

• What-if  სიმულაციების განაწილებისა და გავრცელების მეთოდი (What-if simulations with popular distributions and spread methods)

• ფორმატირებული ექსკოპრტი Excel/PDF-ში (Formatted export to Excel/PDF) 

ძირითადი გაუმჯობესებები ამ 1.5 გამოშვებაში მოიცავს:

  • KPI Explorer / Slicer for Data Exploration
  • ახალი ჩარტის ტიპებს (New Chart Types)
  • სვეტების მონიშვნას და გაყინვას (Column Pinning & Freeze)
  • სვეტების ფილტრაციას (Column Filtering)
  • გიჩვენებს Measure-ებს რიგებში (Show Measure on Rows)
  • UX გაუმჯობესებას (UX enhancements)
  • ეკრანის გამოსახულების და ფორმატირების გაუმჯობესება (Display and Formatting enhancements)

Zebra BI ბარათები 1.2

Zebra BI Cards-ის ვიზუალის 1.2 ვერსია აქვს რამდენიმე საინტერესო ახალი ფუნქცია, მაგალითდ, როგორიცაა KPI-ებისთვის წლის თარიღის მნიშვნელობის ჩვენების შესაძლებლობა, მეტი მოქნილობა ბარათებზე ელემენტების შრიფტის სხვადასხვა პარამეტრებით და ახალი ინტერაქციის პარამეტრები.

წლიური ღირებულება (Year-to-date value)

Zebra BI Cards 1.2-ით მომხმარებელს ახლა შეუძლია აირჩიოს YTD მნიშვნელობის გამოსახულება/ჩვენება KPI-ებისთვის. პრაქტიკაში, ამას რამდენიმე სარგებელი მოაქვს:

  • შეუფერხებლად გადართავთ სხვადასხვა ეტაპებს თითოეული KPI-სთვის: YTD ჯამური, მთლიანი და ბოლო მონაცემთა წერტილი.
  • მარტივად შეადარებთ მონაცემებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს
  • შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი მონაცემები ისე, რომ გქონდეთ KPI მუშაობის შესახებ ყველა ინფორმაცია ერთ გვერდზე.

შრიფტის პარამეტრები (Font settings)

კიდევ უფრო მოქნილი report-ების შესაქმნელად, მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ გამოიყენონ სასურველი შრიფტის პარამეტრები (სტილი, ზომა და ფერი). ბარათის ელემენტები, როგორიცაა KPI სათაური, მნიშვნელობა, ვარიაციები და დიაგრამის ეტიკეტები, შეიძლება ცალკეც იყოს.

ურთიერთქმედების პარამეტრები (Interaction settings)

პარამეტრების ურთიერთქმედების ჯგუფის დამატებით, რეპორტდიზაინერებს ახლა უფრო მეტი კონტროლი აქვთ იმაზე თუ რა მოქმედება დართონ მომხმარებლებს როდესად რეპორტი გამოქვეყნდება.

სხვა

·         მალე დაემატება: Dataverse Display Name მხარდაჭრა

·         Power BI Desktop სტრუქტურის განახლება

ახალი განახლების შემდეგ, ყოველთვის როცა Power BI Desktop-ს გავხსნით გამოიტანს მოცემულ შეტყობინებას იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ დაინსტალირებული WebView2. თუ ამ შეტყობინებას დაინახავთ საჭირო იქნება WebView2 – ს დაინსტალირება.

·         გაუმჯობესდება მხარდაჭერა SSO-ზე (single sign-on) ყველა მომხმარებლისთვის

Tags: No tags

Comments are closed.