services-image-1

Power BI დეკემბრის განახლება

ამ სტატიაში წაიკითხავთ Microsoft Power BI-ის 2022 წლის ბოლო განახლების შესახებ.

For English version please follow the link: Power BI December 2022 Feature Summary 

რეპორტინგი

Slicerის ტიპის ფორმატირება გადატანილია ფორმატირების პანელში

ადრე, Slicer-ის ტიპის შეცვლა, მაგალითად, relative date-დან slider-ზე გადასვლა, ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ვიზუალის სათაურში (Visual Header) და მხოლოდ ჰოვერზე (Hover). გარდა ამისა, სლაისერის „ჰორიზონტალურ“ ფორმაზე გადასაყვანად მომხმარებლებს ჯერ უნდა აერჩიათ „სია“ (“List”) ვიზუალის სათაურიდან, რათა გამოჩენილიყო ეს უკანასკნელი ვარიანტი ფორმატის პანელში (Format Pane) და შემდეგ შეეძლოთ გამოეყენებინათ ფორმატის პანელი ორიენტაციის შესაცვლელად.

ახლა, ეს პარამეტრები ფორმატის პანელშია თავმოყრილი, რაც აადვილებს Slicer-ის სხვადასხვა ტიპის აღმოჩენასა და შეცვლას. შენიშვნა, ჰორიზონტალურს შეეცვალა სახელი “Tile”-ით მომხმარებლის გამოხმაურების საფუძველზე.

ეს განახლება აგრეთვე ხელმისაწვდომია მობილურ აპშიც.

მოდელირება

გაადვილდა შედარებითი გამოთვლების გაკეთება:

ამ თვეში დაემატა ახალ DAX ფუნქციები, რომელთა მიზანია Power BI-ში შედარებითი გამოთვლების ჩატარების გაადვილება. ახალი ფუნქციებია: INDEX, OFFSET და WINDOW:

  • INDEX იღებს მონაცემს მითითებული ზუსტი მიმასამირთის საფუძველზე.
  • OFFSET იღებს შედეგს მითითებული ფარდობითი მისამართის გამოყენებით.
  • WINDOW იღებს შედეგების ნაწილს აბსოლუტური ან ფარდობითი მისამართის გამოყენებით.

ამ ფუნქციებს ასევე გააჩნია ორი დამხმარე ფუნქცია, სახელწოდებით ORDERBY და PARTITIONBY.

ეს ფუნქციები გაადვილებს ისეთი გამოთვლების შესრულებას, როგორებიცაა:

  • მნიშვნელობების შედარება საწყისს ან სხვა კონკრეტულ მნიშვნელობასთან (INDEX-ის გამოყენებით)
  • მნიშვნელობების შედარება წინა მნიშვნელობასთან (OFFSET-ის გამოყენებით)
  • ჯამის, მოძრავი საშუალოს ან მსგავსი გამოთვლების დამატება, რომლებიც ეყრდნობა მნიშვნელობების არჩეულ დიაპაზონს (WINDOW-ის გამოყენებით).

ინდექსი

INDEX საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ შედარებითი გამოთვლები აბსოლიტური მისამართით მოძიებულ სტრიქონებში.

ეს ყველაზე სასარგებლო იქნება მნიშვნელობების შესადარებლად გარკვეულ საბაზისო ან სხვა კონკრეტული მონაცემთან.

აქ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენოთ INDEX. გვერდით მოცემულია კლიენტების სახელები და დაბადების თარიღების ცხრილი, რომელთა გვარია “გარსია”.

ახლა, დავუშვათ, რომ გინდოდათ თითოეული გვარისთვის ასაკით ყველაზე დიდი მომხმარებლის პოვნა. ასე რომ, გვარისთვის „გარსია“ ეს იქნება ადრიანა გარსია, დაბადებული 1957 წლის 4 დეკემბერს. ამ მიზნის მისაღწევად შეგიძლიათ დაამატოთ შემდეგი Calculated Column DimCustomer Table-ში და შედეგად მიიღოთ სახელი :

 

ეს აბრუნებს შემდეგ შედეგს:

როგორც ზემოთ სკრინშოტებში ხედავთ, შედეგად მივიღეთ შესაბამისი გვარის მქონე ყველაზე ხანდაზმული ადამიანის სრული სახელი. ეს იმიტომ, რომ ჩვენ დავავალეთ INDEX-ს, რომ წამოეღო პირველი ყველაზე ძველი თარიღი, 1-ის მითითებით. ნაგულისხმევად, OrderBy-ში გადაცემული სვეტებში დალაგება არის ზრდადი. 2-ს თუ დავაკონკრეტებდით, ამის ნაცვლად მივიღებდით მეორე ყველაზე მცირე თარიღს შესაბამისი გვარისთვის და ა.შ.

ჩვენ რომ მივუთითოთ -1 ან შევცვალოთ დალაგების თანმიმდევრობა, ჩვენ მივიღებდით ყველაზე ახალგაზრდას.

OFFSET

OFFSET საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად შეასრულოთ შედარების გამოთვლები იმ სტრიქონთან მიმართებაში, რომელიც განისაზღვრება და მიიღწევა ამჟამინდელი პოზიციით. ყველაზე სასარგებლო იქნება დროის გარდა სხვა რაღაცის შედარებისთვის, მაგალითად, რეგიონების, ქალაქების ან პროდუქტების. თარიღების შედარებისთვის, მაგალითად, ამ კვარტლის გაყიდვების შედარებისთვის გასული წლის იმავე კვარტალთან და ა.შ.

მაშ, როდის ვიყენებთ OFFSET-ს? განვიხილოთ მაგალითი. აქ არის სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც აჩვენებს მთლიან გაყიდვებს პროდუქტის ფერის მიხედვით:

ახლა, დავუშვათ, რომ გინდოდათ შეადაროთ, რამდენად კარგად იყიდება თითოეული ფერის პროდუქტი დიაგრამაში მის ზემოთ არსებულ ფერთან შედარებით. ამისათვის შეგიძლიათ დაწეროთ რთული DAX ფორმულა ან ახლა შეგიძლიათ გამოიყენოთ OFFSET ამ მიზნის მისაღწევად:

ეს დააბრუნებს შემდეგ შედეგს:

როგორც ხედავთ, ახლად დამატებული ზოლები ითვლის სხვაობას თითოეული ფერისთვის, მასა და გრაფიკზე მის ზემოთ მოცემულ ფერს შორის. ეს იმიტომ, რომ ჩვენ დავაზუსტეთ -1 პირველი პარამეტრისთვის OFFSET-ში. ჩვენ რომ დავაკონკრეტოთ -2, ჩვენ გავაკეთებდით შედარებას თითოეული ფერსა და მისგან ზემოთ 2-ით დაშორებულ ფერთან და ა.შ.

ფანჯარა

WINDOW საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ გამოთვლები, რომლებიც ეყრდნობა შედეგების დიაპაზონს („ფანჯრები“), როგორიცაა მოძრავი საშუალო ან კუმულატიური ჯამი.

აქ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენოთ WINDOW. ქვემოთ მოცემული სვეტოვანი დიაგრამა აჩვენებს მთლიან გაყიდვებს წლისა და თვის მიხედვით:

ახლა, დავუშვათ, რომ გინდოდათ მოძრავი საშუალოს დამატება ბოლო სამი თვის გაყიდვებისთვის, მიმდინარეს ჩათვლით. მაგალითად, 2017 წლის სექტემბრისთვის, ჩვენ ველოდებით, რომ შედეგი იქნება 2017 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის საშუალო გაყიდვები, ხოლო 2018 წლის თებერვლისთვის, ჩვენ ველოდებით, რომ შედეგი იქნება 2017 წლის დეკემბრის, 2018 წლის იანვრის და 2018 წლის თებერვლის საშუალო გაყიდვები.

ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეგიძლიათ დაწეროთ რთული DAX ფორმულა ან ახლა შეგიძლიათ გამოიყენოთ WINDOW ამ მიზნის მისაღწევად უფრო მარტივი DAX ფორმულის გამოყენებით:

ეს დააბრუნებს შემდეგ შედეგს:

ORDERBY და PARTITIONBY

ამ დამხმარე ფუნქციების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფუნქციებში, რომლებიც იღებენ orderBy-ს ან partitionBy-ს პარამეტრებად, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებია.

მონაცემთა დაკავშირება და მომზადება

  • Anaplan (კონექტორის განახლება)

Power BI კონექტორის ეს ვერსია Anaplan-ისთვის მოიცავს Backend-ის ცვლილებებს Anaplan-ის მიმდინარე განახლებებთან თავსებადობისთვის. კონექტორის ფუნქციებში ცვლილება არ განხორციელებულა.

  • Azure Databricks, Databricks (კონექტორის განახლება).
  • CData Connect Cloud (ახალი კონექტორი)

CData Connect Cloud უზრუნველყოფს რეალურ დროში მონაცემთა წვდომას ასობით ახალ Cloud-Based აპლიკაციაზე, მონაცემთა ბაზასა და API-ზე Power BI-დან. CData Connect Cloud უზრუნველყოფს, დაინტერესებულ პირთა წვდომას საჭირო მონაცემებზე, როცა და სადაც სჭირდებათ. რეალურ დროში მონაცემთა დაკავშირება Cloud-თან არ ნიშნავს ინსტალაციას, შეფერხებებს ან მონაცემთა კომპლექსურ pipeline-ებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ უახლესი მონაცემებით, რათა მიიღონ რეალურ დროში მონაცემებით გამყარებული გადაწყვეტილებები იმ ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც მათ იციან და უყვართ – Power BI.

  • Cosmos DB V2 (ახალი კონექტორი).
  • Dremio Cloud (კონექტორის განახლება).
  • Google BigQuery (Azure AD) (ახალი კონექტორი).

სერვისი

Power BI App-ზე მრავალი ტიპის აუდიტორიის წვდომა.
App Power BI-ში ავტორს შეუძლია შექმნას რამდენიმე აუდიტორიის ჯგუფი იმავე აპში და მიანიჭოს სხვადასხვა ნებართვები თითოეულ ჯგუფს.

მობილურის აპლიკაცია

ახლა თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს Power BI metrics-სა და scorecard-ს პირდაპირ Windows აპიდან!

 

დეველოპერები

  • Data chunk-ის ზომის დინამიურად დაყენება
  • რეპორტის ავტორებს შესაძლებლობა ეძლევათ განსაზღვრონ Data chunk-ის ზომა დინამიურად dataReductionCustomization-ის გამოყენებით.

ვიზუალები

ახალი ვიზუალები AppSource-ში:

  1. kpi emoji
  2. GANTT by Lingaro
  3. Aimplan Planning and Reporting Visual
  4. Excalibur
  5. 3DBI
  6. verticalText by sio2Graphs
  7. Definitive Logic Advanced Gantt Chart
  8. swColorMap_twoLevels
  9. 100% Clustered Stacked Bar Chart (Standard)
  10. 100% Clustered Stacked Column Chart (Standard)
  11. Advanced Line Chart (Standard)
  12. Bubble Chart with Categorical Data (Standard)
  13. Dual X-axis Bar Chart (Standard)
  14. Dual Y-Axis Column Chart (Standard)
  15. Likert Scale (Standard)
  16. Lollipop Bar Chart (Standard)
  17. Overlapping Column (Standard)
  18. Pie Chart with Full Legend Label (Standard)
  19. Lollipop Column Chart (Standard)
  20. Population Pyramid (Standard)
  21. Dual X-Axis Combo Chart (Standard)
  22. Dual Y-Axis Combo Chart (Standard)
  23. Horizontal Bullet Chart (Standard)
  24. Merged Bar Chart (Standard)
  25. Overlapping Bar (Standard)
  26. Vertical Bullet Chart (Standard)
  27. Multiple Vertical Line Chart (Standard)
  28. OneTax-PowerBIvisual
Tags: No tags

Comments are closed.