Power BI Desktop-ის განახლებული ვერსია გამოდის ყოველთვიურად, მომხმარებელთა უკუკავშირებისა და ახალი ფუნქციების კომბინაციის საფუძველზე.
რეპორტინგი
ამ თვის განახლებები მოიცავს:
- Shape map-ისთვის custom color-ის დამატება.
- Scatter chart-ისთვის „მაჩვენე ნულოვანი მნიშვნელობების“ დამატება.
- Slicers-ისთვის გამყოფად: შორის, -მდე, შემდეგ, დამატება.
- Button icon ზომის შერჩევის ფუნქციის დამატება.
- გამოსწორდა bug-ის, რომელიც იწვევს კურსორის მოძრაობის შეფერხებას text box-ის გადაადგილებისას.
- მატრიცისა და ცხრილის კონსოლიდირებული დაფორმატება.
წინა ვერსიისგან განსხვავებით ამ თვის განახლებების საფუძველზე მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს მთლიანი მატრიცის საზღვრები და დააფორმატოს თითოეული სექცია მხოლოდ Grid card-ის ველის გამოყენებით; - სვეტის მთლიანი ჯამისა და სტრიქონის მთლიანი ჯამის გამიჯვნა მატრიცებში.წინა ვერსიაში მთლიანი ჯამის ფორმატის ცვლილება იწვევდა როგორც სტრიქონის აგრეთვე სვეტის ცვლილებას. ახალ ვერსიაში მათი დაფორმატება შესაძლებელია ცალ-ცალკე.
- დაემატა ლეგენდის ახალი პოზიციები: ზედა მარჯვენა და ქვედა მარჯვენა.
- Tooltips-სის drill ფუნქცია აქტიურია matrix, line and area charts-თვის.წინა წელს დაემატა თანამედროვე tooltips-ის ვიზუალი, რაც იძლეოდა მონაცემების drill down ან drill through შესაძლებლობას. ეს ფუნქცია არ იყო აქტიური ზოგიერთი ვიზუალისთვის, თუმცა ამ თვის განახლებების საფუძველზე იგი დაემატა შემდეგ ვიზუალებს: Matrix, Line charts, Area chart, Stacked area chart.
- Power BI-ის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შექმნილ კომპოზიტურ მოდელზე წვდომისათვის საჭირო ნებართვების განახლება.აქამდე, მომხმარებელს, ვინც იყენებდა რეპორტს, რომელიც მოიცავდა კომპოზიტურ მოდელს, სჭირდებოდა Build permissions ან Contributor role, ჯაჭვში არსებულ ყველა მონაცემთა ბაზაზე. ბუნებრივია, იმისათვის ვისაც მხოლოდ რეპორტის ნახვა-გამოყენება სურს, ეს ყოველივე სრულიად ზედმეტია. ამიტომაც ბოლო განახლების საფუძველზე მომხმარებელს შეუძლია რეპორტზე წვდომა ჰქონდეს მხოლოდ Read permissions ან the Viewer role-ის საფუძველზე.
- Error bars clustered column-სა და bar charts-ისათვის.წინა თვეს line charts-ს დაემატა error bars, რაც იძლეოდა მონაცემთა ბაზაში არსებული უზუსტობების შემჩნევის შესაძლებლობას. ამჯერად იგი დაემატა clustered column-სა და bar charts-ს. error bars-ის შექმნა არის ძალიან მარტივი, ამისათვის სრულიად საკმარისია ზედა და ქვედა ზღვარის მიწოდება error bars-ის ველისათვის.
- Bookmark navigator აჩვენებს ბოლოს არჩეულ სანიშნეს თითოეული ჯგუფისათვის.მრავალ ნავიგატორს, სანიშნეების ჯგუფებსა და რეპორტის ელემენტებს შორის კავშირების შენარჩუნების მიზნით ბოლო განახლების საფუძველზე დაემატა ფუნქცია, რაც შესაძლებლობას იძლევა იმისას, რომ სანიშნის არჩევისას იგი დარჩება აქტიური, რეპორტში ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ გაქვს ორი სანიშნის ნავიგატორი, რომელთაგანაც ერთი ასახავს რეპორტის ფილტრს ქვეყნებზე დაყრდნობით, ხოლო მეორე ათწლეულებზე დაყრდნობით. წინათ,ათწლეულის არჩევა გამოიწვევდა ქვეყნის არჩევანის გაუქმებას და პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კატეგორიაში არჩევანი კვლავაც აქტიური იყო. ბოლო განახლებაში კი, ორივე სანიშნე (ქვეყნების და ათწლეულების) დარჩება მონიშნული.
ადრე: ახლა:
მონაცემთა მომზადება:
დინამიური M query პარამეტრები გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი.ეს ფუნქცია, რეპორტის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დინამიურად აირჩიონ მნიშვნელობები M query parameter-თვის ფილტრისა და slicers-ის გამოყენებით რეპორტის ინტერაქციულობის დათმობის გარეშე.
Dynamic M query parameters ამჯერად შესაბამისობაშია შემდეგ AI features-თან: Q&A, Decomposition tree, Key influencers, Anomaly detection.
მონაცემთა დაკავშირება
- Autodesk Construction Cloud (new connector)
არსებული განახლებების საფუძველზე, მომხარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ Power BI-ში მონაცემთა ბაზა ჩატვირთონ ACC და BIM360 ანგარიშებიდან. მომხმარებლებს შეუძლიათ მთლიანი მონაცემთა ბაზის დაკავშირება, ამავდროულად, მათ შეუძლიათ ამ პროცესის გამარტივება და მონაცემების ავტომატური დამატების ფუნქციის გამოყენება. ეს გაცილებით ამარტივებს მომხმარებელთა მიერ პროექტის მონაცემთა ბაზაში მნიშვნელოვანი ინფორმაციის პოვნის პროცესს და მის საფუძველზე ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას. - Digital Construction Works Insights (update)
ეს განახლება ჭრის იმ პრობლემას, რომელიც გამოწვეული იყო Digital Construction Works Insights-ის Power BI-სთან წარმატებულად დაკავშირების შეუძლებლობით. - Dremio, Dremio Cloud (update).
Power BI სერვისი
Power BI Goals განახლებები
- Bulk updating
Bulk updating-ის მეშვეობით შენ შესაძლებლობა გეძლევა აირჩიო რამდენიმე მიზანი თარიღებისა და მფობელების ცვლილებების მიზნით, აგრეთვე წაშალო რამდენიმე მიზანი ერთად. - Updating sharing and access banner
აგრეთვე დაემატა banner, რომელიც ამოქმედდება, როდესაც მიზნის მფლობელს (განმახორციელებს) არ აქვს წვდომა მათივე მიზნების scorecard-თან. რამდენიმე კლიკით შესაძლებლობა გეძლევა დარწმუნდე იმაში, რომ ყველა მფლობელს აქვს წვდომა საკუთარ მიზნებთან და შეუძლიათ ინფორმაციის განახლება მიზნის განხორციელების პროცესის შესახებ, რაც scorecard-ს ამყოფებს დროსთან შესაბამისობაში.
Power BI მობილური
- Mobile formatting options support visual interaction
ამ განახლების საფუძველზე, გაფართოვდა mobile formatting-ის შესაძლებლობები. ვიზუალების ინტერაქციულობა აისახება როგორც ტელეფონით რეპორტის ხილვისას აგრეთვე mobile layout-ში. - Goals push notifications
Push notification Power BI-ს სატელეფონო ვერსიაზე გეხმარება მუდმივად მიიღო ის ინფორმაცია, რომელიც შენს ყურადღებას იმსახურებს. ამ თვის განახლებულ ვერსიას დაემატა ორი Push notification, რომლებიც დაკავშირებულია მიზნებთან.
Goal assignment notification- როდესაც ვინმე შეასრულებს შენს მიზანს, შენ მიიღებ შეტყობინობას ტელეფონზე. შედეგად, შენ არასოდეს გამოტოვებ შემთხვევებს, როდესაც ხდები მიზნის მფლობელი და მის შესრულებაზე პასუხიმგებელი.
Notifications for mentions-ახლა, როდესაც ვინმე „მოგნიშნავს“, შენგან ყურადღების ან კომენტარის მიღების მიზნით, შენ მას არ გამოტოვებ. და შეგეძლება პასუხის გაცემა პირდაპირ აპის გამოყენებით!
ნებისმიერი ტიპის შეტყობინების მიღებისას, შეტყობინებაზე დაჭერისას გადახვალ scorecard ფანჯარაში, რომელიც შეიცავს მიზნის შესახებ ინფორმაციას.
ვიზუალები
ახალი ვიზუალები AppSource-ში:
- Drill Down TimeSeries PRO by ZoomCharts
Drill Down TimeSeries PRO by ZoomCharts შესაძლებლობას გაძლევს გქონდეს წვდომა დროზე დაფუძვნებულ მონაცემებთან მილიწამის სიზუსტით (10^-6). კაშირების ფართო არჩევანის, ანიმაციებისა და მრავალი ტიპის ჩარტის კომბინაცია Power BI timeline experience-ს აქცევს დაუვიწყარს. თვეების კვირებით, დღეებით შეცვლა გამოიწვევს მთლიანი მონაცემების ჩაშლას და panning და selecting შორის არჩევა იმუშავებს როგორც ფილტრატორი. - PowerGantt Chart by Nova Silva
განტის ჩარტი არის ეფექტური იარაღი პროგრამის, პროექტების შესრულების განრიგისა და მათი ერთამანეთთან დამოკიდებულების შესახებ. The PowerGantt Chart შესაძლებლობას გაძლევს იხილოთ აქტივობები და მათთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დროები Power BI რეპორტებში. The PowerGantt Chart-ს გააჩნია შეუზღუდავი რაოდენობის აქტივობები, იერარქიის დონეები და კრიტიკული დროების რაოდენობები.