Power BI (1)

Microsoft Power BI VS Oracle BI

მონაცემები ყოველთვის იყო უზარმაზარი მამოძრავებელი ფაქტორი ბიზნესის ზრდისთვის. და მას შემდეგ, რაც საინფორმაციო ტექნოლოგიებმა დაიწყეს მნიშვნელოანი როლის თამაში ბიზნესში, უფრო ადვილი გახდა მონაცემთა შეგროვება, მართვა და დალაგება. თუმცა ისმის კითხვა, რა არის საუკეთესო გზა ან საშუალება ამისთვის?

ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი სარგებელი არის ის, რომ ის აძლიერებს მონაცემთა კატეგორიზაციასა და ანალიზს. ის ეხმარება ბიზნესს მაქსიმალურად გამოიყენოს ის მონაცემები და ინფორმაცია, რაც მას აქვს. თუ ნამდვილად გსურთ ისარგებლოთ ამ ონლაინ ინსტრუმენტებით, თქვენ უნდა აირჩიოთ ის, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს მონაცემთა დამუშავების მოთხოვნებს.

დღევანდელი ორი ყველაზე დიდი კონკურენტი ბიზნეს ინთელიჯენსის არენაზე არიან Microsoft Power BI და Oracle BI. ორივე გვთავაზობს ძლიერ სარგებელსა და უპირატესობებს საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგ-პოსტში გთავაზობთ Microsoft Power BI-სა და Oracle BI-ის შედარებას.

უფრო ეფექტური Microsoft Power BI და Oracle BI შედარებისთვის, მოდით, ჯერ გადავხედოთ რას აკეთებს ეს ორი პროგრამა ზოგადად.

ზოგადი მიმოხილვა

Microsoft Power BI

Microsoft Power BI არის ძლიერი ბიზნეს ანალიტიკური ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც შექმნილია მონაცემების ადვილ და გასაგებ ვიზუალებად გადაქცევისთვის. ის ავტომატურად განსაზღვრავს მონაცემთა ტენდენციებს და გეხმარებათ თვალყური ადევნოთ ბიზნესის ცვლილებასა და განვითარებას. პლატფორმას აქვს ყოვლისმომცველი დეშბორდები, რომლებზეც წვდომა შესაძლებელია სხვადასხვა მოწყობილობებზე.

როგორც Microsoft-ის პროდუქტი, ის ინტეგრირდება MS ეკოსისტემის სხვა პროდუქტებთან, ისევე როგორც სხვა ბიზნეს სისტემებთან. Microsoft Power BI არის თვითმომსახურების BI ინსტრუმენტი, რომელიც გამოირჩევა მოსახერხებელი და ინტუიციური ინტერფეისით.

Oracle BI

Oracle BI, მეორე მხრივ, არის კიდევ ერთი ბიზნეს ხელსაწყოების კომპლექტი, რომელიც შედგება პრემიუმ ინსტრუმენტებისგან, რომლებიც შემუშავებულია მონაცემთა ეფექტური რეპორტინგის, ანალიტიკის, ინტეგრაციისა და მენეჯმენტის გასაადვილებლად. იგი აგრეთვე განკუთვნილია მონაცემთა დაგროვებისა და დამუშავებისთვის.

მძლავრი ვიზუალური მონაცემების ანალიტიკის უზრუნველყოფით, Oracle BI გაძლევთ საშუალებას განავითაროთ მონაცემების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები და პროცესები. მისი დახვეწილი ფუნქციები უზრუნველყოფს, რომ გქონდეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ თქვენი ბიზნესის მონაცემების გამოყენების გასაუმჯობესებლად.

თუ შეხედავთ ცალკეულ მიმოხილვებს  Microsoft Power Bi-სა და Oracle BI-ს შესახებ, ადვილად მიხვდებით, რომ ორივე მათგანი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის გაუმჯობესებაში. მაგრამ იმისათვის, რომ დაგეხმაროთ განსაზღვროთ, თუ რომელი პროგრამული უზრუნველყოფაა თქვენთვის უკეთესი, მოდით შევადაროთ ორივე ამ მნიშვნელოვანი ფაქტორების საფუძველზე.

ღირებულება

Microsoft Power BI-ის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ, ეს არის freemium გადაწყვეტა. უფასო სერვისის სახითაც კი, MS Power BI გთავაზობთ უამრავ უაღრესად ფუნქციონალურ და ეფექტურ ფუნქციებს, რომლებსაც სრულად შეუძლიათ თქვენი ბიზნესის მხარდაჭერა. იგი გაძლევთ 1 GB მონაცემთა შენახვის ტევადობას. ის ასევე საშუალებას გაძლევთ შექმნათ, ნახოთ და გააზიაროთ ანგარიშები და პერსონალური დეშბორდები თქვენს გუნდთან. Power BI ასევე მხარს უჭერს კონტენტის ავტორიზაციასა და მონაცემთა კვლევას.

 

Microsoft Power BI ასევე საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ მისი Pro ვერსიით. თითო მომხმარებლისთვის სულ რაღაც 9,99 დოლარად თვეში, თქვენ იღებთ Power BI-ის ყველა ფუნქციას და დამატებით ხელსაწყოებსა და ფუნქციებს, როგორებიცაა: ორგანიზაციული შინაარსის პაკეტების შექმნა და გამოქვეყნება. Microsoft Power BI Pro ასევე გაძლევთ საშუალებას მართოთ მონაცემთან წვდომა.

ამავდროულად, Oracle BI არის ფასიანი სერვისი, თუმცა უფასო საცდელი პერიოდით. მისი Business Intelligence Cloud Service მოდულის ფასი თვეში 150 დოლარია თითო მომხმარებლისთვის. Oracle Database Schema Service, მეორეს მხრივ, ღირს $1,000 თვეში. სხვა მოდული, Oracle Database Cloud Service, არის by-quote სერვისი.

Oracle BI Cloud Service გთავაზობთ ფუნქციების უზარმაზარ კომპლექტს, მათ შორის ინტერაქტიულ რეპორტინგსა და დინამიურ დეშბორდებს. მისი ძლიერი ანალიზი და შიდა მონაცემების მოდელები უაღრესად სანდო და ფუნქციონალურია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Oracle BI-ის ფუნქციები გაუმჯობესებული Oracle Database Schema Service-ით, რომელიც უზრუნველყოფს 300 გბ მონაცემთა გადაცემის ლიმიტს თვეში და 50 გბაიტიან მეხსიერებას.

უფასო Microsoft Power BI აშკარად ეკონომიური გადაწყვეტაა. მაგრამ ფასიანი Microsoft Power BI Pro-იც კი კონკურენტუნარიანია, განსაკუთრებით მისი თანდართული დამატებითი შესაძლებლობების გათვალისწინებით. Oracle-ის BI Cloud Service, მეორეს მხრივ, შეიძლება საკმაოდ არაკომფორტული იყოს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ Oracle BI Cloud სერვისის გამოსაყენებლად, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ მინიმუმ 10 მომხმარებელი. ასე რომ, მხოლოდ ამისთვის მოგიწევთ 1,500 დოლარის ინვესტიცია თვეში.

 

საერთო გარემო და მახასიათებლები

როგორც Microsoft-ის პროდუქტი, Microsoft Power BI-ის განვითარება ეფუძნება Excel-ს. შედეგად, მას არ სჭირდება ვრცელი სასწავლო მრუდი. სწორედ ამიტომ, თქვენს დეველოპერებს შეუძლიათ მარტივად დაიწყონ კოდირება. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემთა წყაროების ფართო სპექტრით.

ამავდროულად, Oracle BI გთავაზობთ ადეკვატურ შესაძლებლობებს პერსონალიზაციისთვის, უნიკალური დიზაინის პარამეტრებისა და იერარქიის წყალობით. Oracle BI ასევე მხარს უჭერს გუნდურ თანამშრომლობას.

ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ Oracle BI ინსტრუმენტების ნაკრები არ არის ლოკალიზებული. Oracle BI-ს განვითარება ასევე მოითხოვს უფრო ფართო კოდირებისა და მონაცემთა მეცნიერების უნარებს. შესაბამისად, მისი შესწავლა დაკავშირებულია დიდი დროის რესურსთან და Power BI-სგან განსხვავებით დეველოპერები ვერ შეძლებენ მალევე მის გამოყენებას (ხშირად საჭიროებს დატრენინგებას).

ინტერაქტიულობა

რაც შეეხება ინტერაქტიულობას, Oracle BI უფრო უნარიანია. ის უზრუნველყოფს რეალურ დროში მონაცემთა ვიზუალიზაციას, რომელსაც გააჩნია დამატებითი სერვერის კონფიგურაციები. საშუალო მომხმარებელს შეუძლია ადვილად შექმნას და შეინახოს მონაცემებით მომუშავე რეპორტები ნებისმიერი ბრაუზერის გამოყენებით, თუნდაც გამოცდილი ვებ დეველოპერების ჩართვის გარეშე.

მეორეს მხრივ, Microsoft Power BI-ც გთავაზობთ მონაცემთა ავტომატიზებულ და რეალურ დროში ვიზუალიზაციას, თუმცა ამისათვის აუცილებელია მისი კარგად ცოდნა.

თანამშრომელთა უნარებისა და ტრენინგის საჭიროება

როგორც ზემოთ აღინიშნა, Microsoft Power BI-ის განვითარების პლატფორმა დაფუძნებულია Excel-ზე. ასე რომ, მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკმარისი Excel-ის ცოდნა, რომ შეძლონ ამ უკანასკნელის გამოყენება.

 

საპირისპიროდ, მათ, ვისაც არ აქვს  მონაცემების ვიზუალიზაციისა და ანალიტიკის უნარები, არ შეუძლიათ გამოიყენონ Oracle BI კომპლექსური ცოდნის გარეშე.

მონაცემთა წყაროს კავშირი

დაკავშირების ასპექტში, Power BI გთავაზობთ დაკავშირების ფართო სპექტრს მონაცემთა მრავალი წყაროსთვის, მათ შორის მონაცემთა ვირტუალიზაციის ხელსაწყოების ჩათვლით, როგორიცაა Denodo.

გარდა ამისა, ის ასევე აძლევს მომხმარებლებს მოქნილობას, გაატარონ საკუთარი R და Python სკრიპტები მონაცემთა გარკვეული ტიპის წყაროებთან დასაკავშირებლად.

Oracle BI უზრუნველყოფს ადაპტერებს მონაცემთა სხვადასხვა წყაროებისთვის, როგორიცაა დენორმალიზებული მონაცემთა ნაკრები, მრავალგანზომილებიანი მონაცემები, XML ფაილები და ა.შ.

Power BI-ის დაკავშირების ასპექტში უდაოდ დიდი უპარატესობა აქვს, სხვადასხვა ტიპის მონაცემთა წყაროების წამოღების უნარის სიმრავლით.

თვითმომსახურების მახასიათებლები

Power BI ძლიერია თვითმომსახურების შესაძლებლობებში. მოწინავე ვიზუალიზაციაც კი, როგორიცაა რუკები, შეიძლება შეიქმნას მარტივი Drug-and-Drop-ით!

Power BI-ის თვითმომსახურების ფუნქციები მას მონაცემთა ვიზუალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ინსტრუმენტად აქცევს საბოლოო მომხმარებლებს შორის.

მეორეს მხრივ, Oracle BI ამ ასპექტში უზარმაზარი ნაკლის წინაშე დგას. საბოლოო მომხმარებლები უნდა დაეყრდნონ IT გუნდებს თავიანთი ანალიზის შესასრულებლად, რადგან Oracle BI მოითხოვს უამრავ ტექნიკურ ცოდნას.

 

მიუხედავად იმისა, რომ IT გუნდებს ჩვეულებრივ მოსწონთ Oracle BI, ის არ არის ფავორიტი საბოლოო მომხმარებლებს შორის თვითმომსახურების არარსებობის გამო.

შედარების შედეგები: Microsoft BI აშკარად გამარჯვებულია ამ შედარებაში. მისი დაყენება მარტივია, აქვს მომხმარებელთა ხელმისაწვდომი მხარდაჭერა და საიმედო და მარტივი გამოსაყენებელია. გარდა ამისა, მას აქვს შთამბეჭდავი ROI და უფრო იაფია ვიდრე Oracle BI.

წყარო: https://comparecamp.com/microsoft-power-bi-vs-oracle-bi-comparison/

Tags: No tags

Comments are closed.