სადაზღვევო ბაზრის ფინანსური ანალიტიკა
ეს ანგარიში ეყრდნობა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და იძლევა ინფორმაციას სადაზღვევო ბაზრის შესახებ 2015-2022 წლებისათვის. ამ რეპორტის მეშვეობით მომხმარებლეს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ და გაიგონ:
- პოლისებიდან მიღებული შემოსავლები და მოგება, შესაბამისი კლასების მიხედვით და მათი დინამიკა.
- სადაზღვეო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალი და გამომუშავებული პრემია პერიოდისა და სადაზღვევო პოლისის კლასის მიხედვით.
- მოზიდული და გამომუშავებული პრემიების შედარებითი ანალიზი.
- სადაზღვევო კომპანიების დეტალური ანალიზი, გაცემული პოლისების რაოდენობა, ფინანსური შედეგები, ბაზრის წილი და სხვა.
- სადაზღვევო პოლისის კლასების დეტალური ანალიზი, გაცემული რაოდენობა, კომპანიების მიხედვით განაწილება, ბაზრის წილი და სხვა.
აგრეთვე მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა მართოს და მარტივად გაფილტროს რეპორტი სასურველი ინფორმაციის მისაღებად slicer-ების მეშვეობით.
რეპორტი ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, აგრეთვე ინგლისურ ენაზე.