გარტნერის მაგიური კვადრატი არის კვლევის მეთოდოლოგიისა და ვიზუალიზაციის იარაღი, რომლის საფუძველზეც შესალებელია შეფასდეს და გაიზომოს კომპანიის პოზიცია და პროგრესი ტექნოლოგიურ ბაზარზე.
მაგიური კვადრატის კვლევის რეპორტი ინვესტორებისთვის შესაძლებელია იყოს პრაქტიკული ინსტრუმენტი იპოვონ ისეთი კომპანიები, რომლებიც ერგებიან მათ ინტერესებსა და საჭიროებებს, ხოლო ბიზნესებს დაეხმარებათ შეაფასონ საკუთარი კონკურენტები.
მაგიური კვადრატი წარმოადგენს ორგანზომილებიან მატრიცას, რომლის ერთ ღერძზე გადაზომილია სამომავლო ხედვები და ბაზრის შესახებ ცოდნა, ხოლო მეორე მხარეს ამ ხედვების აღსრულების უნარი.
2022 წლის ანალიტიკისა და „ბიზნეს ინთელიჯენსის“ პლატფორმაზე გარტნერის მაგიური კვადრატის ლიდერად დასახელდა მაიქროსოფთი რიგით მე-15-დ, ხოლო უკვე მე-4-დ ინარჩუნებს პირფველობას, როგორც ხედვების სრულყოფილების, ისე მათი აღსრულების უნარის მიხედვით.