Computer-image (1)

მონაცემთა ანალიზი: მითები და რეალობა

მონაცემთა ანალიზის სისტემები დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ბიზნესის პრობლემების გადასაჭრელად. მონაცემთა ანალიტიკა საჭიროა შენი ბიზნეს პროცესების ხარჯების და დროის შესამცირებლად, პროცესების ეფექტურობის გასაზრდელად და უბრალოდ უკეთესი, სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, შეიქმნა რამდენიმე მითი მსგავსი ტიპის პროგრამების შესახებ, რომელთა გაქარწყლებას მე ვეცდები.

მითი 1: Excel უნივერსალური და საუკეთესო სისტემაა მონაცემთა ანალიზისთვის

Excel მიუხედავად თავისი უამრავი ფუნქციისა და მართლაც ძალიან ბევრი გამოყენებისა არ შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო მონაცემთა ანალიზის სისტემად. მისი გამოყენება მონაცემების პატარა ფაილზე თითქმის იდეალურადაა შესაძლებელი. თუმცა, როდესაც საქმე ეხება მონაცემთა დიდ ჯაჭვს, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მომდინარეობს, იქ Excel შეზღუდულია. ამასთან ერთად დიდ რეპორტებში მონაცემთა ცვლილება, გაზიარება ხშირად პრობლემას წარმოადგენს, რომლის ამოხსნაც Microsoft Power BI-ა

მითი 2: დიდი მონაცემების შესანახად ბევრი ფულია საჭირო

მსგავსი განომათქვამი 15-20 წლის წინ სიმართლე იქნებოდა, თუმცა ახლა ბევრს შეცდომაში შეიყვანს. ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მონაცემთა ანალიზის სისტემის, მაგალითად Power BI-ს დანერგვას დიდი ფულადი რესურსი სჭირდება, არ ითვალისწინებს იმ შეფარულ ხარჯებს, რომელიც მონაცემების მანუალურად მოპოვებაში, თითოეული ცვლილების ხელით შეტანაში და მონაცემების სხვადასხვა ფაილებში შენახვაში იქნება საჭირო. ციფრულმა სამყარომ ბევრად გაადვილა, როგორც მონაცემების შექმნა, ისე შენახვა.

1)მონაცემების შენახვის ფასი ძალიან შემცირებულია, რასაც ხელი შეუწყო ტექნოლოგიის განვითარებამ, დიდი კომპანიების მიერ საკუთარი საცავის შექმნამ (Google, Icloud, Microsoft). ყოველდღიურად მონაცემთა შენახვის ფასი მცირდება, რადგან იზრდება საცავების რაოდენობა.

2) ექსპონენციალურად გაიაფებულია მონაცემთა ანალიზის სისტემების პაკეტები, საჭიროა მხოლოდ პრო პაკეტის შეძენა საკმაოდ კომპლექსური სისტემის დასანერგად.

3)გარდა ამისა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გამო გამარტივებულია ინფორმაციის მოპოვება და ნებისმიერს, კომპანიასა თუ კერძო პირობნებას შეუძლია მოიპოვოს თავისთვის საჭირო ინფორმაცია

მითი 3: მონაცემთა ანალიტიკა საჭიროა მხოლოდ უზარმაზარი კორპორაციებისთვის.

კომპანიის ეფექტური ფუნქციონირება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეუძლია კომპანიას საკუთარი პროცესები გამართოს, შეცდომები დაინახოს, გამოასწოროს და მუდმივად აცნობიერებდეს რა სჭირდება კარგად ფუნქციონირებისთვის. ყველაფერი ამისთვის კი საჭიროა თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკური ხელსაწყოები, რომლებიც კომპანიებს საუკეთესო ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. როგორც უკვე ვახსენეთ, მონაცემთა მოპოვება, შენახვა გამარტივებულია, შესაბამისად როგორც წვრილს, ისევე მსხვილ კომპანიებს სჭირდებათ მონაცემთა ანალიზის სისტემების ინტეგრაცია.

მითი 4: მონაცემთა ანალიტიკის სისტემები ამცირებს სამუშაო ადგილებს          

არსებობს ასეთი მითი, რომ მონაცემთა ანალიტიკური სერვისების დანერგვა შეამცირებს სამუშაო ადგილებს, აღარ დაგვჭირდება არც ფინანსისტი, არც ბუღალტერი და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის. ასეთ სისტემებს უნდა მივუდგეთ როგორც ჩვენ დამხმარეებს და არა კონკურენტებს. სისტემები უბრალოდ დაგვეხმარება პროცესების ავტომატიზაციასა და ზოგიერთ შემთხვევაში ვიზუალიზაციისთვის.

Tags: No tags

Comments are closed.